საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უკვე ერთ წელზე მეტია, ახალ სააღსრულებო კოდექსზე მუშაობს. კოდექსით დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები და სააღსრულებო მოქმედება; სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება.
სააღსრულებო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი ახალ პროექტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს და ის შემდგომი საჯარო განხილვებისთვის საზოგადოებასა და დაინტერესებულ პროფესიულ ჯგუფებს წარედგინება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრთან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და მიხეილ სარჯველაძე; აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია და აღმასრულებლები
მასალის გამოყენების პირობები






