ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არალეგიტიმურია- საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
პოლიტიკა - 16:02, 17 Sep, 2017     1173

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ბერლინში, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას ბერლინში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.

პირველ რიგში გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, იმ საზღვრებში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მიერ და მისი ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციით, კანონის შესაბამისად მოქმედებს მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. კანონით სწორედ ჩვენი პალატის შემადგენლობაში შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე განთავსებულია თბილისში.

შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის არალეგიტიმური. სრულად ვიზიარებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ამ საკითხზე და ვადასტურებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გერმანელი პარტნიორები აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ კერძო პირების ინიციატივა იყო.

ასევე, გვინდა დავამატოთ, რომ ე.წ. „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ ისინი არიან პალატების სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებების წევრები. მოგახსენებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ის გაერთიანებები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან მათ ვებ-გვერდზე უარს ამბობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ არალეგიტიმურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე," - წერს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტს გუშინ საგარეო საქმე3თა სამინისტრო და საქართველოში გერმანიის საელჩოც გამოეხმაურნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42