მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 15:49, 17 Sep, 2017     998

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 18-22 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი იმართება პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრება გაერო-ს რეფორმების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, ასევე გენერალური დებატების გახსნის ცერემონიას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP), საქართველოსა და საფრანგეთის ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში „Rebuilding Trust in Government", რომლის ფარგლებშიც საქართველო გადმოიბარებს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობას.

მიხეილ ჯანელიძე პრემიერ-მინისტრთან ერატად ასევე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაში თემაზე: ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმები.

დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა მინისტრების დონის შეხვედრაში ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების შესახებ- Exponential Technologies.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება სუამი-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ასევე შეხვედრები სუამი-აშშ და სუამი-იაპონიის ფფორმატში.

საგარეო სამეთა მინისტრი გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე შეხვედრას გამართავს ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან. ასევე ორგანიზაციების: American Jewish Congress და B'nai B'rith International-ის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ-მდივანთან, ასევე კოლეგა მინისტრებთან.

მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრებში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან, მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან და უზბეკეთის პრეზიდენტთან.

ასამბლეის გენერალური დებატები 2017 წლის 19-25 სექტემბერს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42