ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება
პოლიტიკა - 15:07, 17 Sep, 2017     1039

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, აკჯა ნურბერდიევას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წლის წინ დამყარდა, ხალხებს შორის კავშირი გაცილებით ხანგრძლივ, ისტორიულ პერიოდს ითვლის.აკჯა ნურბერდიევას თქმით, თურქმენეთში კარგად იცნობენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.მხარეების თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქმენეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში შედგა.

შეხვედრაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

აჯკა ნურბერდიევამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თურქმენეთში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის სოციალური პოლიტიკა გააცნო. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. აკჯა ნურბერდიევა დაინტერესდა საქართველოს განათლების სისტემითაც.

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კახა ოქრიაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე, ხოლო თურქმენეთის მხრიდან - მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე გულშატ მამედოვა და მეჯლისის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმი მოინახულა და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

დღესვე, თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, მეხუთე აზიური თამაშების - „აზიადა 2017“-ის გახსნის ცერემონიალს დაესწრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42