ტერორიზმის, ადამიანების გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით ძებნილებს პატრიარქის რეზიდენციაში მალავდნენ. საუბარია თურქეთის მოქალაქეზე, რომელსაც ოფიციალური ანკარა წითელი ცირკულარით ეძებდა.
მძიმე დანაშაულში ბრალდებულები ილია მეორეს სახლში 2016 წლის აპრილში იპოვეს.თუმცა აღნიშნულ ფაქტს 1 წლის განმავლობაში მალავდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, ინფორმაციას ფლობდა ძალოვანი უწყებაც.
ამ საკითხზე პატრიარიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა ჩვენება სასამართლოს წინაშე ე.წ. ციანიდის საქმის პროცესზე მისცა."რა თქმა უნდა, დავურეკე შესაბამის ორგანოებს. აქტიურად მეხმარებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და იქ შემავალი სხვადასხვა დეპარტამენტი. დავურეკე თბილისის სამმართველოს უფროსს და მას გადავუგზავნე მონაცემები. მან დამიდასტურა, რომ ესენი, სამწუხაროდ, არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილები, ერთ-ერთი თურქეთის ინტერპოლის მიერ მკვლელობის და ადამიანის გატაცების გამო იდევნება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვაბრუნებთ, იმიტომ რომ თავშესაფარზე მოთხოვნა აქვს და კანონი აძლევს ამის უფლებას"- განაცხადა ოხანაშვილმა.
სკანდალურ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.მასალის გამოყენების პირობები






