მოსახლეობის მხარდაჭერითა და ჩემი დაუღალავი შრომით, ძალიან ბევრ მიზანს ერთად მივაღწევთ - ლევან მაკალათია
პოლიტიკა - 19:26, 16 Sep, 2017     1812
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი აბაშაში, ლევან მაკალათია პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

მაკალათია რეგიონში, მერობის დანარჩენ რვა კანდიდატთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში წარადგინა.

„იმედი მაქვს რომ, ჩემ აბაშელ მოსახლეობასთან ერთად, მათი მხარდაჭერითა და ჩემი დაუღალავი შრომით, ძალიან ბევრ მიზანს ერთად მივაღწევთ. მოსახლეობას ვპირდები, რომ ყველა ოჯახი იგრძნობს კეთილდღეობას იმ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის წყალობით, რომელსაც მმართველ გუნდთან ერთად განვახორციელებთ“, - განაცხადა აბაშის მერობის კანდიდატმა წარდგენის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში სამეგრელო ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.

რაც შეეხება დანარჩენ რვა კანდიდატს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42