ხვალ, ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, 3-წლიანი სასამართლო დავის მოგების შემდეგ ყრილობას გამართავს
პოლიტიკა - 16:44, 16 Sep, 2017     1231
ხვალ, 17 სექტემბერს, 14:00 საათზე ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ყრილობას გამართავს.

როგორც პარტიის პრესცენტრში აცხადებენ, სამწლიანი სასამართლო დავის მოგების შემდეგ ქდმ უკანონოდ გასვისებულ პარტიას იბრუნებს და შესაბამისად, ყრილობას განახლებული შემადგენლობით მართავს.

,,ამ ბრძოლის მოგებით, ქრისტიან-დემოკრატები გოჩა ჯოჯუს ლიდერობით განაცხადს აკეთებენ, რომ თავიანთ ამომრჩეველს დაუბრუნებენ გაცრუებულ იმედებს, რაც ყოფილი ლიდერების ქმედებამ დააკარგვინა. ეს იქნება განახლებული პარტია, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და განაგრძობს ბრძოლას სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისთვის” - აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, 2013 წელს ქდმ-ს თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე თანამდებობიდან გადადგა, პარტიის პოლიტსაბჭომ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან გაერთიანება გადაწყვიტა. გოჩა ჯოჯუა კი ქდმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ და ორგანიზაციის წევრებთან ერთად ამ გადაწყვეტილებას გაემიჯნა, რის გამოც 2014 წლის აგვისტოდან დავა სასამართლოში დაიწყო. პარტიის წევრები ყრილობის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლის თანახმადაც ქდმ-ს თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე გამოცხადდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ყრილობა კანონდარღვევით შედგა, პარტიის წევრების უდიდეს ნაწილს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ და შესაბამისად, მათი განცხადებით, ბურჯანაძე უკანონოდ იყო თავმჯდომარედ არჩეული.

2017 წლის 8 ივნისს, 3 წლიანი დავის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გოჩა ჯოჯუას მოთხოვნა დააკმაყოფილა: სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევის გადაწყვეტილება გაბათილდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42