„შენების მოძრაობამ“ თემქის მაჟორიტარობის კანდიდატად გოჩა მსხილაძე წარადგინა
პოლიტიკა - 16:18, 16 Sep, 2017     1022
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა ნაძალადევის #21 მაჟორიტარული ოლქის (თემქა) კანდიდატი წარადგენა. მოძრაობის სახელით, ნაძალადევში გოჩა მსხილაძე იბრძოლებს. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტების მოდერნიზაციის შესახებ. მათი თქმით, თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს, რაც გულისხმობს, 10 რაიონული გამგეობის ნაცვლად 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას. უნდა დაინერგოს პირადი საჯარო მოხელის ინსტიტუტი, რითაც ქალაქი გახდება მოქალაქეზე ორიენტირებული.


„დღეს, თბილისის საკრებულოს ყველაზე მეტად პრინციპულობა და პროფესიონალზმი აკლია. ჩვენი კანდიდატი, გოჩა მსხილაძე კი სწორედ ასეთია. მისი გამოცდილება და პროფესიონალზმი ნამდვილად სჭირდება თემქის მოსახლეობას. რაც შეეხება „შენების მოძრაობის“ პროგრამას, ის ორიენტიერბულია იმაზე, რომ არსებითად უნდა შეცვალოს მმართველობითი სისტემა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოში და თვითმმართველობის როლი ამ ცვლილებებში არის ძალიან დიდი“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას რაიონში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.

„მე ვგრძნობ ვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე. ჩემთვის იმ პრობლემებთან შეჭიდება, რომელიც თემქას აქვს, ძალიან დიდი გამოწვევაა და ამ გამოწვევას ვიღებ. მეც, როგორც ერთ-ერთ თემქელს, მტკივა ის, რაც სტკივა აქ მაცხოვრებლებს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ის პრობლემები რაც აქ არის ჩემს გუნდთან ერთად გადავჭრა“, - განაცხადა, თემქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოჩა მსხილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42