"პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციებს იწყებს
პოლიტიკა - 15:25, 16 Sep, 2017     1997

"პატრიოტთა ალიანსი" 17 სექტემბერს აქციათა ციკლს იწყებს. როგორც პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, საპროტესტო აქციების ძირითადი მოთხოვნები რამდენიმე მიმართულებით იქნება .

"ეს აქცია არ დასრულდება საპროტესტო მსვლელობით და შიმშილობის აქტით. უკვე მზად არის 17 მოშიმშილე, რომელიც 17 სექტემბრიდან დაიწყებს შიმშილობას, გაგრძელდება აქცია 1 ოქტომბერს ისევ რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით, 24 სექტემბერს ბათუმში იქნება, რვა ოქტომბერს უკვე შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება",- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციების განმავლობაში "პატრიოტთა ალიანსს" ექნება რამდენიმე ნაწილში მოთხოვნები - კონსტიტუციის ნაწილში, პოლიტიკურ ნაწილში და სოციალურ პოლიტიკურ ნაწილში.


კონსტიტუციის ნაწილში ჩვენი მოთხოვნები იქნება:

1. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა.

2. კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა.

3. უნდა აღდგეს ჩანაწერი,რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი.

5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს.

პოლიტიკურ ნაწილში ვითხოვთ:

1. შეიქმნას სახელმწიფო კომისია რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის "საქართველო-ნატო-რუსეთის"ამოქმედებაზე რომელიც უპრეცედენტო პროექტია თავდაუსხმელობის, უსაფრთხოების, საზღვრების უცველობის კუთხით და ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან.

სოციალური პოლიტიკის ნაწილში ჩვენი მოთხოვნები ასეთია:

1.შეიქმნას საბანკო გადასახადების მარეგულირებელი კომისია,რომელიც დაარეგულირებს არა უბრალოდ საბანკო კრედიტის პროცენტის მოცულობას,არამედ ჯამში ყველა საბანკო გადასახადს. წლიურად,ეს გადასახადი დოლარში უნდა იყოს 6%, ხოლო ლარში 9%,იგივე უნდა ეხებოდეს მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს. ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საბანკო გადასახადების რეგულაცია და პროცენტის შემცირება იმგვარად რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს საბანკო ტერორს და მძევლობას.

2. იპოთეკარებისა და მეანაბრეების თემა - სასწრაფოდ შეიქმნას სახელმწიფო კომისია,რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული დაზარალებულის საქმეს და არა მარტო განიხილავს,არამედ ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყოველი კონკრეტული ოჯახის საკითხს,სწორედაც რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.

3. დაიწყოს ხელახალი აღწერა და სოციალური შემწეობა აღუდგეს ყველა იმ მოქალაქეს,რომელსაც ის უსამართლოდ გაუუქმეს,შეიცვალოს ე.წ. კრიტერიუმების, ქულების მინიწების აბსურდული სისტემა,რომლის საფუძველზეც შემწეობა ერთმევა ყველა გაღატაკებულ ფენას",- განაცხადა ინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42