ქართული დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს
პოლიტიკა - 13:28, 16 Sep, 2017     1333
საქართველოს დელეგაციის წევრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიზნეს წრეებისა და მსხვილი კომპანიების პირველ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს და ასევე, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციებს „საპარტნიორო ფონდის’ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ჩინეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანია Zhongmei Enginering Group Ltd-ის პირველ პირებს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ჩინურ მხარეს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ქვანახშირის მოპოვებისა და ალტერნატიული ენერგო წყაროების, თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს. კომპანია ასევე დაინტერესდა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით და წყალტუბოს განვითარების გეგმით. Zhongmei Enginering Group Ltd-ი მსოფლიოს 20 ქვეყანაში ოპერირებს. ჩინეთის უმსხვილესი ენერგო კორპორაციის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიზნით თბილისში 21-ე ფილიალის გახსნის სურვილი გამოთქვეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია Jiangxi Railway Investment Group Corporation - ის პრეზიდენტს და კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და კონკრეტულ დარგებში ინვესტირების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ჩინეთის ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კორპორაცია „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და მხარს უჭერს „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართულ ქვეყნებთან სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განვითარებას. Jiangxi Railway Investment Group Corporation - ი საინვესტიციო საქმიანობას სარკინიგზო; საავიაციო, საპორტო; სამშენებლო; საფინანსო და ლოგისტიკის სფეროებში ეწევა.

ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკურ - ტექნიკური თანამშრომლობის კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს მოიცავს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ქალაქ ნანჩანგში მდებარე ქართული კულტურის ცენტრს ‘ღვინის სავანეს“ ესტუმრა. დაათვალიერა შენობაში განლაგებული ქართული ღვინის მუზეუმი და მაღაზიები. ქართული კულტურის ცენტრი ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტისა და კომპანია „ჯუნგეს“ პრეზიდენტმა ლიუ ძი მინის ინიციატივით აშენდა. ლუი ძი მინი ბიზნეს საქმიანობას საქართველოსა და ჩინეთში ეწევა.

საქართველოს დელეგაციისთვის სპეციალური მიღება გამართა ქალაქ ნანჩანგის მერმა. ნანჩანგის მთავრობის წევრები საქართველოში მზარდი ბიზნეს სექტორების მიმართ ინტერესს გამოთქვამენ.

ქართული დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლები, ასევე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42