უკრაინის პროკურატურას სურს ერთი და იგივე დღეს და სხვადასხვა ადგილას დანიშნოს მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყავარელიძის სასამართლო პროცესები. ყოფილი გენპროკურორის დავით საყვარელიძის თქმით, პროკურატურის ეს ჩანაფიქრი ეს სააკაშვილის პარტია "Руху нових сил"-ის ძალების გაყოფის გამო ხდება.
"ჩვენ არსად გავრბივართ, ლვოვში ვართ. პროცესზე ყველა გამოცხადდა, რათყა სასამართლოს გადაწყვეტილება მიეღო. თავიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის დღეს 15 საათზე გაიმართებოდა, მაგრამ მერე სასამართლო ორშაბათს გადაიტანეს, აცხადებს საყვარელიძე.
საყვარელიძე აცხადებს, რომ სასამართლო რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს და ამის თაობაზე უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს მიმართავს.
"პროცესის ორშაბათს, 9:30 სთ-ზე გადატანის გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, ეს პროკურატურამ გადაწყვიტა, ეს პროკურატურის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა გადაწყვიტა, როდის უნდა განიხილოს სასამართლომ საკითხი. მეტიც, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, რათა პროკუორს პროცესზე გამოცხადების დრო ჰქონოდა, როგორც ჩანს ის საერთოდ არ იყო საქმის კურსში... სრული სისულელეა...
იურა, ნუ ხარ დაკავებული ამ სისულელით, ისედაც სასაცილოდ გამოიყურები. გამოაგზავნე, გეთაყვა, შენი გამომძიებელი ან პროკურორი და დავასრულოთ ეს სისულელე. შენ კარგად იცი, მე ამ უზრობების არ მეშინია.
საყვარელიძე ასევე აცხადებს, რომ იგი ცდილობდა პროკურორებსა და გამომძიებლებთან დაკავშირებას, მაგრამ ამაოდ. მათ ტელეფონები გათიშული ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები






