ბაზალეთში ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა
პოლიტიკა - 17:58, 15 Sep, 2017     907
ბაზალეთში მდებარე საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სკოლაში ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა. მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი მელითაურმა, დანიის შიდა გვარდიის სკოლის ჩრდილოეთ და შუალ იუტლანდის საწვრთნელი ცენტრის უფროსმა, მაიორმა იასპერ ოლესენმა და ეროვნული გვარდიის სკოლის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრიდონ სიყმაშვილმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს.

მაიორმა იასპერ ოლესენმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა.

ტრენინგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის, დანიის სამეფოს შიდა გვარდიისა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. კურსის მიზანს ლექციის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეფასებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენდა. საქართველოს ეროვნული გვარდიის 15 სამხედრო მოსამსახურე ერთი კვირის განმავლობაში, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების მეშვეობით, ლექციის დამოუკიდებლად ორგანიზების მეთოდებს ეცნობოდა.

კურსის ინსტრუქტორებს შორის, რომლებიც დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას წარმოადგენენ, ესტონეთის ვორმსის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოხალისე რეზერვისტი, უფროსი ლეიტენანტი ტანელ ვიკსი და დანიის ქალაქ შტრუერის ვიცე-მერი, შიდა გვარდიის რეზერვისტი, უფროსი ლეიტენანტი, მარტინ ჰულგარდი იმყოფებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გვარდია ესტონეთის თავდაცვის ლიგასა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიასთან ინტენსიურად თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატში ეროვნული გვარდიის სკოლისა და მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების ტერიტორიებზე რამდენიმე კურსიც ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42