„ჩვენი დროშა შესაცვლელია მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობით!“ - ნატო ჩხეიძე ირაკლი კობახიხის ინიციატივას ეხმაურება
პოლიტიკა - 17:58, 15 Sep, 2017     15261

„დროშა, გერბი, ჰიმნი - სახელმწიფოს უმაღლესი ატრიბუტიკაა იურიდიულად,
სახელმწოფოს მოქალაქეების უმაღლესი ღირებულება ზნეობრივად,

ისეთი, რისთვისაც ადამიანები თავს სწირავენ,“ - ამის შესახებ სოციასლურ ქსელ „ფეისბუქში“ დეპუტატი ნატო ჩხეიძე წერს.


მისივე თქმით, თითოეულ ჩვენგანს სახელმწიფო დროშისთვის შეწირული, სახელმწიფო დროშასთან ამაყად მდგარი და გამარჯვებით გაბრწყინებული არაერთი ადამიანი გვახსენდება.

„ასეა: სამშობლოს წინაშე პიროვნების სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავგანწირვა მისი ქვეყნის დროშასა და ჰიმნშია გათვალსაჩინოებული.

და თურმე, შესაძლებელია, რომ ის 76-მა დეპუტატმა შესცვალოს, ანუ ყველაზე მცირე რაოდენობამ, რადგან , 76-ზე 1-ით ნაკლებიც რომ იყოს, ქვორუმი არ შეგრობდება, სხდომა ვერ გაიხსნება...

რიცხვი 76, დეპუტატების ის რაოდენობაა, ყველა მიმდინარე კანონპოექტის მიღებისთვის რომ არის საკმარისი... ერთ სესიაზე ასი მაინც რომ განიხილება და სესიის ბოლოს ასივე მიიღება, თუ ოპოზიციის შემოტანილი არ არის.

კანონპროექტთა ასეთ რიგში სახელმწიფოს ატრიბუტიკის ცვლილების ჩაყენება მისი დაკნინებაა, გაპრიმიტიულებაა, აბუჩად აგდებაა, - წერს ნატო ჩხეიძე და იქვე აღნიშნავს, - მე არ მომწონს ჩვენი დღევანდელი დროშა; ჰიმნს და გერბს არაფერს ვუწუნებ; არც დროშას დავიწუნებდი, კონკრეტული პარტიის პარტიული დროშა რომ არ იყოს სახელმწიფოს დროშად თავსმოხვეული, პარტია და პატრია( პატრია ლათინურად ხომ სამშობლოს ნიშნავს), ერთი რომ ეგონათ მენშევიკებივით და ბოლშევიკებივით და პირადი პარტიული დროშა გვიქციეს კიდეც სახელმწიფო დროშად... მაგრამ მათ გარეგნული, ფორმალური პატივისცემა მაინც დაიცვეს და საკონსტიტუციო უმრავლესობით მიიღეს.

და ახლა რა ხდება? - დროშის შეცვლა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე უფრი იოლი საქმე რატომ გახდა ? ქვეყნის პრეზიდენტი ხომ სწორედ სახელმწიფო დროშასთან დებს ფიცს?!.. და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება და დროშის შეცვლის დაძლევას მარტო 76-ის?

დიახაც, ეს ჩვენი დროშა შესაცვლელია, მაგრამ შესაბამისი პატივდებით და შესაბამისი საკონსტიტუციო უმრავლესობიათ!..

და ახლა ნეტავ, რატომ აიოლებენ ამ საკითხს ? ნეტავ, როგორი დროშის შემოთავაზებას გეგმავენ? პარტია და პარტია რომ ერთი იქნება, ისევ ისეთის? და ისინი 113 ხმასაც ხომ იოლად მოაგროვებენ? მაშ, რატომ აკნინებენ, რატომ აპრიმიტიულებენ, აბუჩად რატომ იგდებენ?..“ - წერს ნატო ჩხეიძე.

შეგახსენებთ: პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი შესაძლოა, 76 დეპუტატის თანხმობით შეიცვალოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42