„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პროკურატურისგან გახმაურებულ საქმეებზე ინფორმაციის მიღებას ითხოვს. მესამე სექტორის პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობაც".
როგორც ენმ-ს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ საქმეებს კიდე ორი- ეროსი კიწმარიშვილის და ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმეც ემატება.
ოპოზიციაში შოთაძის უწყების პოლიტიზირებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
"სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს პროკურატურა პოლიტიზებულია როგორც არასდროს, პროკურატურის მიმართ სანდოობა არის ნულის ტოლი და ამის მიზეზი არის არა მხოლოდ გამოუძიებელი საქმეები, რომელიც ძალიან ბევრი ჩამოთვალა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ, არამედ ის საქმეები, რომელიც თითქოს გამოძიებულ იქნა პროკურატურის მიერ და მე გავიხსენებდი ორ საქმეს აქედან - პირველი, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმე და მეორე, ე.წ.ჯიჰადის ვიდეოების საქმე, როდესაც ორივე შემთხვევაში პროკურატურამ გვითხრა, რომ გამოიძია თითქოს საქმე და მეორე შემთხვევაში თქვენ ნახეთ, რომ არა მხოლოდ პასუხი არ გაეცა საზოაგდოების კითხვებს, არამედ ე.წ. სამარ ჩოკუტაევი მოიგონეს იმისთვის, რომ გადაეფარათ საზოგადოებაში გავრცელებული ხმები" - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






