"პირველ შემთხვევაში საქმე ეხება ყვარლის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჭიპაშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელიც მან სამუშაო საათებში გამოაქვეყნა. ის ქართული ოცნების ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს ღიად უჭერს მხარს. ფეისბუქ პოსტში როსტომ სესიაშვილის ფოტოსურათია მიბმული, ასევე მისი ბიოგრაფია და კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებები.
მეორე შემთხვევაში, საქმე ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც ოფიციალური ფეისბუქ გვერდი გამოიყენა წინაასარჩევნო აგიტაციისთვის. კერძოდ, სამინისტრომ 12 სექტემბერს, გამოაქვეყნა პარტია ქართული ოცნების აჭარის ა/რ მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები. ფოტოებში გამოყენებულია პარტიის დროშა და ლოგო. გარდა ამისა, სამინისტროს გვერდმა გაავრცელა ამავე ღონისძიების წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველი ვიდეორგოლი.
კანონი სამართალდამრღვევის 2000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს"- აღნიშნულია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვრცლად წაიკითხეთ მოცემულ ბმულზე ან ჩამოტვირთეთ მიმაგრებული ფაილი
მასალის გამოყენების პირობები






