ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
პოლიტიკა - 14:29, 15 Sep, 2017     854
15 სექტემბერს ბათუმში გაიხსნა კონფერენცია შავ ზღვაში ლურჯი ეკონომიკის /Blue economy/ განვითარების საკითხებზე - „რეგიონის ნაპირითა და საზღვაო თანამშრომლობით დაკავშირება.“ შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანაორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვაო სფეროს განვითარება, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს - როგორც გარემოს დაცვითს, ისე ეკონომიკურს. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ზღვის რესურსების, მისი ეკონომიკური აქტივობის სწორი და ეფექტური გამოყენება.

კონფერენციაში შავი ზღვის ქვეყნების (მათ შორის ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის) მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ - გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრები და მინისტრების მოადგილეები, დარგის ექსპერტები და მეცნიერები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა საზღვაო ეკონომიკის ე.წ. „ლურჯი ეკონომიკის“ საკითხები იყო. აღსანიშნავია, რომ წინა სამი ღონისძიების (2014 წელს ბუქარესტში, 2015 წელს სოფიაში და 2016 წელს ოდესაში) წარმატებით ჩატარებით, კონფერენცია გადაიქცა ინსტიტუციურ და კერძო დაინტერესებულ პირთა მთავარ ფორუმად, რომლებიც მუშაობენ შავ ზღვასთან დაკავშირებულ საზღვაო საკითხებზე, მათ შორისაა: ლურჯი განვითარების მხარდაჭერა, ინოვაციური ბიზნეს-გამოცდილებების გაზიარება, ნაპირთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარება და ნაპირის განვითარების ზრდა, საზღვაო საქმიანობებისა და პროფესიების მხარდაჭერა, საზღვაო პროექტების დასაფინანსებელი წყაროების იდენტიფიცირება და მათ განსახორციელებლად პარტნიორთა მოძიება და ა.შ.

კონფერენცია აგრეთვე განიხილავს 2016 წლის ოქტომბერში, ბუქარესტში მიღებული დეკლარაციის განხორციელებას, რომელიც შეეხება მდგრად თევზჭერას და განიხილავს კონკრეტულ ქმედებებს, რათა განხორციელდეს თევზჭერის რესურსების მდგრადობის გაუმჯობესება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42