ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს, ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე" - აღნიშნა მან.
"ფულადი ჩარიცხვები ქვეყანაში არის შემოსული მეტი წინა წელთან შედარებით; ექსპორტიდან ამონაგები არის შემოსული მეტი, ტურიზმიდან ამონაგები არის მეტი. ჯამურად ეს არის 700 მილიონი დოლარი. შესაბამისად, არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება, გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს არის ბაზრის ქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ლარიზაციის პროგრამაში მოსახლეობის სესხები გაზრდილია 43%-დან 53%-მდე.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება ინფლაციური მოლოდინები, რომელშიც ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტრენდი გვქონდა, 5,7%-მდე დავედით",-განაცხადა ფინანსათა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






