საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ კორი გარდნერს შეხვდა
პოლიტიკა - 11:12, 15 Sep, 2017     935
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, აშშ-ში ვიზიტის განაგრძობს.

დელეგაციის წევრები ვაშინგტონში, სენატორ კორი გარდნერს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ს სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი იყო. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სენატორ კორი გარდნერს რეზოლუციის მხარდაჭერა სთხოვეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუცია მიიღოს და დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სენატორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციას. მსგავსი რეზოლუცია, უკვე მიღებულია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სენატშიც მსგავსი დოკუმენტის ორპარტიული მხარდაჭერა მოხდეს - როგორც რესპუბლიკული პარტიის, ასევე დემოკრატების. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ სენატორი დაინტერესდება ამ საკითხით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეურთდება იმ ხელმომწერთა სიას, რომლებიც უკვე მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას. ჩვენთვის, საქართველოსთვის, ამერიკის მაღალი პოლიტიკური წრეების მიერ ამ დოკუმენტის მიღება ძალიან მნიშვნელოვნი იქნება “, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამეტო დელეგაციის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ მკაცრი რეზოლუციების მიღება მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

„კონგრესის ორივე პალატის მიერ მკაცრი რეზოლუციების მიღება, რომელიც ერთი მხრივ, მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და მეორე მხრივ, გმობს რუსეთის ქმედებებს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ბუნებრივია, საპარლამენტო უმცირესობა - „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ამ ინიციატივას. დიდი ხანია ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ასეთი რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეიძლება წარმატებული იყოს. მისი მნიშვნელობა ბუნებრივია გამოიხატება იმაში, რომ ეს არის ძალიან მკვეთრი გზავნილი რუსეთის მიმართ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც აქამდე აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და შეიძლება ფიქრობდნენ მათ აღიარებაზე“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავამჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42