თბილისის გენგეგმის პოლიტანატომია და ნარმანიას „მშვიდობით თბილისო“
პოლიტიკა - 10:24, 15 Sep, 2017     3593
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატის ბ-ნი დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამა 41 საკრალურ დაპირებას ითვალისწინებდა და სახელად „ერთად ვიზრუნოთ თბილისზე“ ერქვა.

მილიონი ხის დარგვა, ორი ესტაკადის მოწყობა თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე; გალაკტიონის ხიდთან მტკვრის მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროზე გადასასვლელად ამოსასვლელის მოწყობა ; თამარ მეფის ხიდთან გზის გაგანიერება გვირაბის მეშვეობით; სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალური ვაუჩერების გაორმაგება (500 ლარი 250 ლარის ნაცვლად); ქალაქის სხვადასხვა უბნებში მიწისქვეშა და მრავალსართულიანი ავტოსადგომების (პარკინგის ადგილები) მოწყობა; 6-მწკრივიანი ქარსაფარი ზოლების გაშენება; თბილისის ყველა რაიონში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეების ამოქმედება; მერიის მიერ შექმნილი შპს-ებისა და სსიპ-ების საქმიანობის საქმიანობის შესწავლა და მათი რაოდენობრივი და საკადრო ოპტიმიზაცია; საწვავზე და სატელეფონო საუბრებზე ლიმიტების დაწესება, კონკრეტული თანამშრომლის დატვირთვისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით; საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ა.შ. და ა.შ.

სამწუხაროდ წინასაარჩევნო დაპირებების ამ კასკადიდან თითქმის არაფერი არ შესრულებულა და თბილისელებიც დაგვეთანხმებიან ამაში. დღეს კი ბ-ნი ნარმანია, მისი პოლიტიკური კარიერის დასარულს დილემის წინაშე დგას - წავიდეს ასე უსახელოდ თუ ერთი დაპირება მაინც შეასრულოს, თუნდაც ქაღალდზე და თუნდაც უხარისხოდ, მაგრამ შეასრულოს.

აი, ის დაპირებაც, რომლის „შესრულებაც“ ბ-ნი ნარმანიასთვის იდეაფიქსად იქცა - „დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაიწყება დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის თვისობირივი განახლება, რათა ის უფრო სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე მიდგომების შესაბამისი გახდეს.“

ბ-ნი მერის იდეაფიქსი დროში და სივრცეში დაემთხვა დედაქალაქში გარკვეული ბიზნესს ინტერესების მქონე გავლენიანი პირების სურვილებს და დაიწყო „აბსურდის კალეიდესკოპი“. 2015 წლის მაისში გამოცხადდდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის 50.000 ლარიანი კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა კონკურსის გამოცხადებიდან 41 დღის (ყურადღება მიაქციეთ საკრალურ 41-ს) შემდეგ დაფუძნებულმა ა(ა)იპ „სითი-ინსტიტუტი საქართველომ“. კონკურსის გამარჯვებული 2015 წლის 13 სექტემბერს გამოვლინდა და ამის შემდეგ წესით და რიგით საჭირო იყო გამარჯვებული კონცეფციის (და არა გენ.გეგმის) რეალურ დოკუმენტად გადასაქცევად კიდევ ერთი კონკურსის ჩატარება. რადგანაც და ვინაიდანაც კიდევ ერთი კონკურსის ჩატარება და მასში გამარჯვებულის გამოვლენა დროში ცდებოდა ბ-ნი ნარმანიას ზეობის ხანას, მანაც შეაწუხა მავანნი და მავანნი და ჩაირთო სახელმწიფო ლობირების უკანონო მექანიზმი, და ყველა დონის აღმასრულებლი ხელისუფალის შეწყობილი მოქმედების შედეგად 50.000 ლარი გადაიქცა 2,8 მილიონ ლარად.

თბილისი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებმაც დაიკაპიწეს ხელები და ამ დოკუმენტის შესაქმნელად საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს, თუმცა ეს დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციისა და კარგი ანალიტიკური მასალის ნაზავს წარმოადგენს, მაგრამ კონკურსის პირობებით სხვა რამ არც იყო გათვალისწინებული.

საბოლოო ჯამში, მივიღეთ დოკუმენტი რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის უნდა იქნეს მიღებული ქ.თბილისი საკრებულოს მიერ და თან ისე, რომ საკრებულოს არცერთ წევრს არა აქვს წაკითხული ეს 1000 გვერდიანი დოკუმენტი. დამტკიცდება ეს დოკუმენტი და ნარმანიაც მიიღებს მისთვის სასურველ შედეგს - ერთ დაპირებას მაინც აასრულებს საკუთარი პროგრამიდან.

მაგრამ რას მივიღებთ ჩვენ თბილისის მოქალაქეები? - ჩვენ უკვე მივიღეთ 4 მილიონ ლარად ღირებული კეთილი სურვილებით სავსე „გენ.გეგმა“ სადაც გვპირდებიან, რომ 2030-ი წლისთვის თბილისში აღარ ივლის კერძო ავტომობილები.

რეალურად კი მიღებული იქნება გარემოს რეგულირების გეგმა თავისი საყრდენი რუკით, რომელიც ცვლის ქალაქის ფუნქციონალურ ზონებს და საკრებულოს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ თბილისი სულ სხვა რეალობაში დაიწყებს უფლებრივად ფუნქციონირებას. ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება გახდება საჯილდაო თემა საზოგადოებრივ და კერძო ინტერესს შორის. თბილისის ზღვის გარშემო არსებული მიწების მესაკუთრეები, დიდი დიღმის მიმდებარე კერძო დასახლებები, სადაც ახლაც მიმდინარეობს კანონიერი მშენებლობები, სავაჭრო სივრცეები (მაგ. ელიავას ბაზრობა) და სხვ. ეს არის სულ მცირე 20-25.000 მესაკუთრის უფლებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რაც ბუნებრივია, არ დარჩება მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და ეს "საჩუქარი" წილად ხვდება ქალაქის ახალ მთავრობას და საკრებულოს.

და რა მიიღეს დაინტერესებულმა ბიზნეს წრეებმა? მიიღეს მათ გემოვნებაზე და სურვილზე მორგებული თბილისი ფუნქციონალური დაყოფის რუკა, შესაბამისად კონკრეტულ ადგილებზე მშენებლობის ნებართვბის მიღების გარანტიით.

პატარა ქალაქია თბილისი და არ იმალება არაფერი. ბევრი ელოდება ამ ახალ რუკას, რომ უკვე წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ან დაიწყოს და ან განაახლოს უკვე შეჩერებული მშენებლობა. ბევრს კი ამ „გენ.გეგმის“ წყალობით საერთოდ წაართმევა განვითარების საშუალება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42