საყვარელიძეს საზღვრის უკანონოდ-ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან.
საქმე ერთდროულად სისხლის სამართლის 3 მუხლით არის აღძრული. მათ შორის არის სახელმწიფო საზღვრზე პირების უკანონოდ გადაყვანა, სამართალდამდაცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჯგუფური არეულობის მოწყობა.
დაკითხვაზეა დაბარებული იულია ტიმოშენკო და უმაღლესი რადას კიდევ 4 დეპუტატი. შეგინის გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკვშირებით სამ პირს უკვე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ 10 სექტემბერს, სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან შევიდა. საზღვრამდე მისვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ შეგინის სასაზღვრო პუნქტზე მისულ სააკაშვილს მესაზღვეებმა მას და მის თანმხლებ პირებს მოცდა მოსთხოვეს, იმ მიზეზით რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა დანაღმული ყოფილიყო და შემოწმება ტარდებოდა. სააკაშვილმა მესაზღვრეები პრეზიდენტ პოროშენკოს უკანონო ბრძანების შესრულებაში დაადანაშაულა. საზღვრის უკრაინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების რამდენიმე კორდონის გარღვევა შეძლეს და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე გადაიყვანეს
მასალის გამოყენების პირობები






