,,აფბა“ ფონდ ,,იავნანას“ წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს - ,,მასალის ავტორების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას“
პოლიტიკა - 23:34, 14 Sep, 2017     2433
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება და საქართველოს პროკურატურას, საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ასოციაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კრიტიკულად აუცილებელია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი, რომელსაც ქართული საზოგადოება, წლების განმავლობაში, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდ „იავნანას“ და მის დამფუძნებელსა პაატა ბურჭულაძეს ანდობდა.

აფბას ამ განცხადებას ეხმაურება ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე, რომელიც აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან ხელისუფლება დგას და პროკურატურისთვის მიმართვა მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. მაჭუტაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პაატა ბურჭულაძე არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში აღარ ერევა.

არასამთავრობო ორგანიზაციმ უკვე მიმართა შოთაძის უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ორგანიზაციაში აცხდებენ, რომ აქამდე არ დაინტერესებულან ფონდ იავნანას საქმიაობით და პროკურატურისთვის არ მიუმართავთ, რადგან ეჭვის საფუძველი არ გამხდარა. ანდრია გვიდიანის თქმით, მათ კარგი ჟურნალისტური გამოძიება იხილეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდნენ.

,,მე უკვე მითხრეს, რომ მასალის ავტორებმა, ეს ყველაფერი მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან. რა თქმა უნდა, ეს იმის დაკვეთა არის, სხვა ვინ გაბედავდა, საერთოდ ამაზე ხმის ამოღებას. ეს იმდენად სუფთა და წმინდა საქმე და კარგი საქმე კეთდება. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აწყობს ეს, სხვას მეტი თავში არავის არ მოუვა, თუ ეგეთ ადამიანს, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინას მე და „იავნანა“ ერთად ვყავართ წარმოდგენილი. ეს „იავნანა“ ნერვებს უშლის,“ - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

,,დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ფონდი იავნანა ამას გაასაჩივრებს და მიმართავს სასამართლოს, რომ აღიდგინოს თავისი პატივი და ღირსება. 21-ე საუკუნეში ჩვენ ვხდეავთ ადამიანის დევნის მცდელობას ბოლშევიკური მეთოდებით და ამას უკვე კამპანიური სახე აქვს. ეს არის ორკესტრირებული ხელისუფლების მიერ“- აცხადებს ნიკა მაჭუტაძე.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, მათ ჯერ გამოძიება არ დაუწყიათ, მიმდიარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყებს თუ არა ამ საქმეზე გამოძიებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42