როგორც იქრკვევა 3 დაკავებულიდან ერთ-ერთი გემის კაპიტანია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, მათ გემის კაპიტნის, გენადი კომახიძის ოჯახმა მიმართა და შეატყობინა რომ ეკიპაჟის წევრები 30 აგვისტოს დააკავეს.
საზღვაო სამსახური მოლაპარაკებებს ტანზანიის შესაბამის სამსახურთან აწარმოებს.
„სააგენტოში შემოვიდა განცხადება მოქალაქისგან, სადაც ის იტყობინებოდა მათი ოჯახის წევრის, მეზღვაურის, გემის კაპიტნის დაკავებას ლიბიაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ლიბიის ტერიტორიულ ზღვაში დააკავეს გემი, სახელწოდებით „რექსი,“ რომელზეც იმყოფებოდა ეკიპაჟის 11 წევრი და სამწუხაროდ სამი ქართველი მეზღვაური. გემი დააკავა ლიბიის სანაპირო დაცვამ, ე.წ. ცხელ კვალზე დევნის პრინციპით და სავარაუდოდ საქმე ეხება არალეგალურ ნაოსნობას და არალეგალურ ტვირთს. ეკიპაჟის 11-ვე წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც ამჟამად გადაყვანილნი არიან ციხეში და მიმდინარეობს მოკვლევა,“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ.
საზღვაო დეპარტამენტის წარმომადგენლები უახლოესი საათების განმავლობაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდებიან.
ინფორმაციას არკვევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
მასალის გამოყენების პირობები






