„დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ - კამპანია საქართველოში მერვედ ტარდება
პოლიტიკა - 11:55, 14 Sep, 2017     1118
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა შვედეთის ელჩთან საქართველოში-მარტინა ქვიქთან და მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარესთან ნინო ჩხობაძესთან ერთად, საზოგადოებას „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“კამპანიის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მიმდინარე წელს, კამპანია საქართველოში მერვედ ტარდება 15,16,17 სექტემბერს და მოიცავს 100-მდე ლოკაციას.

დედაქალაქში დასუფთავების აქცია 15 სექტემბერს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება (9;00 სთ) (ვარკეთილის მხრიდან); 16 სექტემბერს ლისის ტბაზე (10;00სთ) (იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია), ხოლო 17 სექტემბერს ქვემო ფონიჭალაში (10:00 სთ) (ემბავუდის საწარმოს მიმდებარე ტერიტორია,მტკვრის მარჯვენა სანაპირო)

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წლიდან პერმანენტულად ტარდება სექტემბრის მესამე კვირაში და მილიონობით ადამიანი ღებულობს მონაწილეობას. საქართველო 2010 წლიდან შეუერთდა კამპანიას და მის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება დასუფთავების აქცია სახელწოდებით-„დავასუფთაოთ საქართველო“.

მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა...

კამპანია ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით ორგანიზებას უწევს პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“)

ბრიფინგს ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლიენი ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42