ჩემი მიზანია, ხალხმა დაინახოს კრიმინალ პეტრიაშვილის ფეოდალური მმართველობა პროფკავშირებში - ოქიტაშვილი
პოლიტიკა - 11:29, 14 Sep, 2017     1257

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ოქიტაშვილი ირაკლი პეტრიაშვილს პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატურის მოხსნას სთავაზობს.

„არანაირი კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ. თუ პეტრიაშვილი მოხსნის კანდიდატურას, ამ შემთხვევაში, მეც მოვხსნი კანდიდატურას. პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-8 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ამ შეთავაზებას კიდევ ერთხელ გავაკეთებ. თანამდებობისთვის არ ვიბრძვი. ჩემი მიზანი ის იყო, რომ ხალხს დაენახა კრიმინალ პეტრიაშვილის ფეოდალური მმართველობა პროფკავშირებში, რომელიც 12 წელია გრძელდება. კიდევ ერთი კომიკური საკითხი ის არის, რომ ჩემს არც ერთ მხარდამჭერს ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მე ვითხოვდი მხოლოდ ერთ მოსაწვევს, მხოლოდ ერთს - ხათუნა ხოფერიასთვის, რომელთან ერთადაც დავიწყე ბრძოლა, მაგრამ უარი მითხრეს. მე კიდევ ერთხელ შევთავაზებ პეტრიაშვილს, რომ მოხსნას კანდიდატურა. ბრძოლას კი ბოლომდე გავაგრძელებ“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

ამ წუთებში პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობა მიმდინარეობს სადაც 219-მა დელეგატმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42