საქართველოს საპარლამენტო კონგრესმენებს, პიტერ როსკამს და დევიდ პრაის შეხვდა
პოლიტიკა - 11:40, 14 Sep, 2017     862
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში, კონგრესმენებს, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარეს, პიტერ როსკამს და პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, დევიდ პრაის შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეეხება. ვისაუბრეთ ჩვენი მეგობრობის შესახებ - როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე, როგორც მოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი“,-აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.

„დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილის, კონგრესმენ დევიდ პრაისის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს საერთო ღირებულებების სისტემა აქვს და საქართველოს ამერიკის კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყვას.

„საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს კონგრესში. კონგრესის წევრები ყოველთვის მოხარულები ვართ ქართველების სტუმრობით და ასევე, ჩვენც ყოველთვის მოხარულები ვართ საქართველოში ვიზიტით, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებების სისტემა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა რუსეთის მხრიდან.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი კამათის ნაცვლად, ერთად ამყარებენ კომუნიკაციას კონგრესის წევრებთან“,-აღნიშნა დევიდ პრაისმა.

კონგრესმენის განცხადებით, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო.

„როგორც ჩემმა კოლეგამ, კონგრესმენმა პრაისმა აღნიშნა, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კარგია რამდენიმე მიზეზის გამო - პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ და გავხსნათ ბაზარი ერთმანეთის ეკონომიკისთვის, მეორე - აქ არსებობს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების ინტერესი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ის თანდათან გაძლიერდება და ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს რეგიონული მნიშვნელობა.

ყოველთვის მოხარულები ვართ ჩვენს ქართველ კოლეგებთან შეხვედრით“, - განაცხადა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.

„დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან შეხვედრაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძრვანელთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42