„გასულ კვირას უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს პროკურატურისგან მიიღო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ეს შეუძლებელია, რადგან სააკაშვილი არ არის მსჯავრდებული რაიმე დანაშაულისთვის. ვფიქრობ, მიმდინარე პროცესის სააკაშვილის ექსტრადიციით დასრულების შანსი მცირეა, რადგან საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ის გარშემორტყმულია მომხრეებით, პარლამენტის წევრებით. მაშინაც კი თუკი უკრაინის ხელისუფლება მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, სააკაშვილის მომხრეების მას დაიცავენ, ზუსტად ისე როგორც ეს საზღვრის გადმოკვეთის დროს მოხდა.
პოროშენკომ სულელური სიტუაცია შექმნა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, მისი დაბრუნების დაბლოკვით და ახლა ამ გადაწყვეტილებების შედეგებს იღებს. მისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება დატოვოს ვითარება ისეთი, როგორიც ახლა არის.”- განაცხადა სერგეი ლეშჩენკომ რუსთავი2-თან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






