როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის ყველა შესაძლებლობას განიხილავს.
„დღეს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, ყველა იმ შესაძლებლობას კონსენსუსის რომელიც შეიძლება თან ახლდეს კონსტიტუციის პროექტის მიღებას. თავისთავად პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივაში კონსენსუსი უკვე დაშვებულია როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეორე მოსმენით მიღებულ კანონს დავუმატოთ ძირითადი შეთანხმებული საკითხები სწორედ ამ შეთანხმების შესაძლებლობაზე ვიმსჯელებთ პოლიტიკურ პარტიებთან რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ერთიანი პოზიცია და არ მოხდეს ისე, უმნიშვენელოვანესი დოკუმენტი მიღებულ იქნას ერთი პარტიის მიერ. ეს არის ბოლო შესაძლებლობა, პრაქტიკულად ბოლო მცდელობა, ბოლო შეთავაზება, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის, რომ ნამდვილად არსებობს კონსენსუსი. კონსენსუსის რესურს ჩვენ ვნახავთ ახლა აქ და მთვარია იყოს გამოყენებული და არ დაზარალდეს ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე და არ გაჩნდეს სერიოზული კითხვები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით“- განაცხადა აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






