რატომ არ ითვალისწინებს გენგეგმა ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგიას და თბილისის რომელ უბნებშია ხანძრები მოსალოდნელი
პოლიტიკა - 09:52, 14 Sep, 2017     1630
„თბილისის ბრწყინვალე მომავალი მოითხოვს ლიდერობას, სწორ ფოკუსირებასა და დაინტერესებული მხარეების გაზრდილ კოლაბორაციას. წინამდებარე ანგარიში ნათლად წარმოაჩენს ქალაქდაგეგმარების გაუმჯობესებულ როლსა და ჩარევითი პოლიტიკის პრიორიტეტებს. ვიმედოვნებთ, რომ ახალ გენგეგმაში შემავალი წინამდებარე რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ქალაქის მომავლის მშენებლობის ფუნდამენტურ პრინციპად.“ ეს არის ამონარიდი დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქ თბილისის მიწათსარგებლოიბს გენერალური გეგმიდან, რომელზე მუშაობაც წელს დაასრულა 2014 წელს შესაბამის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერის პირობები ითვალისწინებდა უცხოური კომპანიის აუცილებელ თანამონაწილეობას, ხოლო შემფასებელი კომისია მთლიანად უცხოელებით იყო დაკომპლექტებული, ხსენებული გეგმის საბჭოური პათოსი („წინ - კომუნიზმისკენ“) ამ ამონარიდიდანაც ნათლად ჩანს. თუმცა ჩვენ ამჯერად ამ დოკუმენტის სულ სხვა მხარეზე ვისაუბრებთ, კერძოდ, დედაქალაქის გამწვანებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. აქვე გეტყვით, რომ, თუმცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში მინიშნებულია სარეკრეაციო ზონების გაშენებისა და მწვანე ნარგავების გამრავლების აუცილებლობა, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ეს მოსაზრება არ არის გამაგრებული არანაირი კვლევებით და არც ისაა დასაბუთებული, გადაჭრის თუ არა თბილსში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს. გეგმა არც ხანძარსაწიანაღმდეგო ღონისძიებებზე ამბობს არფერს, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ხანძრის რამდენიმე მნიშვნელოვანი პოტენციალური კერაა სწორედ უკვე არსებულ სარეკრეაციო ზონებში.

უფრო მეტიც, ვერც იტყვის, ვინაიდან 1990 წლის შემდეგ ისევე, როგორც მთელ საქართველოში, არც თბილისში ჩატარებულა მწვანე ნარგაობისა და ტყეების აღრიცხვა (2010 წელს თბილისის გაფართოების შემდეგ მის გარშემო არსებული დასახლებების შემოერთების ხარჯზე დედაქალაქს 8 100 ჰექტარი ტყე დაემატა), შესაბამისად, უცნობია, სად რამდენი მწვანე ნარგავი დგას და რა მდგომარეობაშია (მხოლოდ თვალით თუ შევამჩნევთ, რომ სარეკრეაციო ზონებში მდგარ წიწვოვნებს ხმობა შეეპარა, რაც უდიდესი სახანძრო საფრთხეა). გენგეგმაში დედაქალაქის არც ერთიანი ლანდშაფტური სურათია წარმოდგენილი და არც მძიმე ეკოლოგიური ვითარების გამოსწორების გზებია დასახული, იმას გარდა, რომ, თურმე, 2030 წლისთვის კერძო ავტომობილები დედაქალაქში აღარ იმოძრავებენ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ფეხით მოგვიწევს სიარული (თუმცა ამაზე შემდეგ მასალაში ვისაუბრებთ).

ამჯერად კი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების სრულ პროფესორთან და საქართველოს დამსახურებულ მეტყევესთან, თეიმურაზ კანდელაკთან, ერთად ვისაუბრებთ, თუ რა ვითარებაა დედაქალაქში და რა ღონისძიებები უნდა დავსახოთ მწვანე ნარგავების გადასარჩენად როგორც ადამიანებისგან, ისე ხანძრისა და დადაავადებებისგან და, რაც მთავარია, რატომ აუარეს ამ საკითხებს გვერდი დუმილით მიწათსარგებლობის გენგეგმის დამწერლებმა.

თემურაზ კანდელაკი: ურბანული თემა მოიცავს მრავალ საკითხს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ლანდშაფტი, ლანდშაფტი კი მხოლოდ მწვანე ნარგავებს არ გულისხმობს. ჩვენ ვისაუბრებთ გამწვანებაზე და იმაზე, თუ რამდენადაა ის შერწყმული ქალაქთან და არის თუ არა უზრუნველოფილი მწვანე ნარგავებით დედაქალაქის მოსახლეობა. რადგან გაანგარიშებულია, თუ რა სარგებლობა მოაქვს თითოეულ მცენარეს და რამდენი კვადრატული კვადრატული მეტრი სიმწვანე სჭირდება თითოეულ ადამიანს. ეს ყველაფერი გაწერილი იყო თავის დროზე და თბილისი ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქადაც იყო მიჩნეული.

–რასაც დღეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, სუნთქვაც შეუძლებელია და თბილისის თავზეც უკვე გვაქვს სმოგი.

–ჩემთვის მთავარი აღმოჩენა ის იყო, რომ არ არსებობს მწვანე ნარგაობების აღრიცხვის სისტემა. თბილისის მწვანე ნარგაობები სამადაა გაყოფილი: ერთი ნაწილი ეკუთვნის მერიას, მეორე – მუნიციპალიტეტებს, მესამე ნაწილი კი – ასპროცენტიანად მერიის საქალაქო სამსახურს. არსებობს მხოლოდ 1995 წლის მონაცემები, რომლებიც ეყრდნობა საბჭოთა დროინდელ 1990 წლის ინვენტარიზაციის მონაცემებს, რის მიხედვითაც, ლაპარაკია 17 მილიონ ხესა და 15 მილიონ ბუჩქზე. მას შემდეგ 27 წელია გასული და უამრავი ცვლილება მოხდა, მაგრამ მსჯელობისთვის დავეყრდნოთ ამ მონაცემებს. როგორც შევიტყვე, მერიას გამოუყვია თანხა, რომ თანდათან ჩატარდეს მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია რაიონების მიხედვით, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება. თან, ერთი რაიონის აღწერა არაფერს მოგცემს, იმიტომ რომ მონაცემს ვერ გაასაშუალოებ. ავლაბრის რაიონი რომ აღწერო, არც მთაწმინდისთვის გამოგადგება და არც გლდანისთვის.

თბილისში არსებული მწვანე ნარგაობა ადგილმდებარეობისა და მნიშვნელობის მიხედვით, დაყოფილია სამ კატეგორიად: პირველ კატეგორიაში შედის ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები; ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები; პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები; ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც წყალმარეგულირებელი, ისე ნიადაგდამცავი; ნარგავები, რომლებსაც აქვს დედაქალაქის საკურორტო და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების ფუნქცია.

მეორე კატეგორიაში შედის საბავშო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოების, ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიაზე არსებული ნარგავები, ანუ ის, რაც გამგეობების დაქვემდებარებაშია. მესამე კატეგორიაში კი შედის ყველა დანარჩენი ნარგავი. კატეგორიებად იმიტოაა დაყოფილი, რომ მათი მოვლისა და ჭრის განსხვავებული პირობებია. მაგალითად: პირველი კატეგორიისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარაგვებით დაფარული ტერიტორიის გახსვისება ან მასზე მშენებლობა არ შეიძლება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც ძალიან ცუდია.

–იმიტომ რომ, თუ მოუნდება, ხელისუფალი შეცვლის კანონს.

–დოახ... მეორე და მესამე კატეგორიისთვის მიკუთვნებული ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების ჭრა კი დაშვებულია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში.საინტერესოა ამერიკელ მეცნიერთა გათვლები რომლის მიხედვით, შეფასებულია 50 წლის ხის მიერ მოცემული ეკონომიკური სარგებელი და ეს შეადგენს 183 000-187 000 აშშ დოლარს. რაც ყველაზე მთავარია, ამ თანხის მხოლოდ 0,3 პროცენტია მერქნის ღირებულება, ანუ ის, რის გამოც ხეს ჭრიან. დანარჩენია: ჟანგბადის გამომუშავება – 31 250 აშშ დოლარი, წყლის ბრუნვა და ტენიანობის რეგულირება – 37 000 დოლარი, ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა – 62 500 დოლარი. ბინადართათვის საარსებო თავშესაფარი – 31 250 დოლარი, ნიადაგის ეროზიისგან დაცვა და ნაყოფიერება – 21 250 დოლარი.

–არ აქვს მნიშვნელობა ხე ფოთლოვანია თუ წიწვოვანი?

–ეს ფოთლოვანთა მონაცემია. ერთი სიტყვით, 1995 წლის მონაცემით, რომელიც 1990 წლის ინვენტარიზაციას ეყრდნობა, თბილისში გამწვანებული ფართობი 15 700 ჰექტარს შეადგენდა, როგორც გითხარით, 18 მილიონი ხითა და 15 მილიონი ბუჩქით. თუმცა აქედან, სავარაუდოდ, ნახევარი გაიჩეხა. მეტიც, მაგალითად, ქალაქის ცენტრის თითქმის ნახევარი ტერიტორია ეჭირა მწვანე ნარგაობებს. დღეს ვიცით, რომ ეს ასე აღარ არის.

–თუ არ იცი, რამდენი მწვანე ნარგავი გაქვს, როგორ გაწერ გენგემაში, თან, მიწათსარგებლობის გენგეგმაში, გამწვანების სტრატეგიას?

–როდესაც ვიცით, რა სიკეთეს აკეთებს ერთი ხე, ხომ ფაქტია, რომ ჯობია, ფული დახარჯო მის მოვლაზე და არ მოჭრა, რომ დაწვა ან გადაადგდო?! თუ გვინდა, ვიცოდეთ, რა გვინდა, უპირველსად, უნდა აღვრიცხოთ, რა გვაქვს. ანუ თავდაპირველად, კარგი ინვენტარიზაცია უნდა ჩავატაროთ, რომელიც მოიცავს აღრიცხვასაც, რომ შემდეგ მონიტრინგი სწორი მიმართულებით წარიმართოს. მაგალითად, ტყეების აღრიცხვის სისტემა სამი ნაწილისგან შედგება: აღრიცხვა, კადასტრი, ანუ შეფასება და მონიტრინგი. რას უნდა გაუწიო მონიტორინგი, რა იცი, სად რა უნდა გაკეთო, ანუ, თუ არ გექნა საკადასტრო მონაცემები?! ამას იმიტომ გეუბნებით, რომ თბილისს, როგორც გითხარით, გადაეცა 8 100 ჰექტარი ტყე, რომელსაც, ჩემი აზრით, დედაქალაქის მერია გაჭირვებით უვლის და არც უნდა გადასცემოდა. იმიტომ რომ ტყეს სხვანაირი მოვლა უნდა, მწვანე ნარგაობას – სხვაგვარი.

–არა მხოლოდ მთელ საქართველოში, ხანძრები მომრავლდა თბილისშიც და გენგეგმაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ხანძრსი პრევენციაზე.

– აღრიცხვის დროს განისაზღვრება ხანძარსაშიში ადგილები, რომ დადგინდეს, სად უნდა გაკეთდეს ტყეში ბილიკები და, გზები (ტყეში გზები ხანძრის დროს კი არ უნდა გაიჭრას, არამედ მანამდე), სანიტარული ზონები, როდესაც 3-4 მეტრის სიგანეზე იკაფება ზოლი, რათა დაბლარი ხანძარი არ გავრცელდეს; უნდა განსაზღვრო, რამდენი მეხანძრე დაგჭირდება, სად არის უფრო საყურადღებო ადგილები, მაგალითად, სადაც ფიჭვებია ან სადაც მოსახლეობა ხშირად დადის ბილიკებით, იქ ხანძრის გაჩენის მეტი ალბათობაა, გადაადგებს ნამწვს ადამიანი და ხანძარსაც მეტი არ უნდა. იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ მექანიკური აღრიცხვაც არ არის საკმარისი და ქალაქის განაშენიანებაში ეს მომენტები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმაში დატანილი უნდა იყოს ხანძარსაშიში ადგილები, რომ არ გადაიბუგოს ყველაფერი. ბორჯომსა და აბასთუმანში ხანძრის დროს, მადლობა ღმერთს, ცეცხლი ადამიანების საცხოვრებელს არ მიახლოებია, მაგრამ თუ თბილისს მიკუთვნებულ ტყეებში გაჩნდა ხანძარი, იქ საცხოვრებელ სახლებზე იოლად გადავა. მით უმეტეს, რომ წყნეთში, კოჯორსა და კიკეთში, რათა ის ზონები საკურორტოდ ექციათ, გააშენეს ფიჭვი. მეტიც, ლისისა და კუს ტბებზეც შავი ფიჭვია გაშენებული, რომელიც უკვე ხმება, სულ გადაწითლებულია, შეამჩნევდით. არადა ფიჭვი არის ბომბი: შეიცავს ბუნებრივ ფისს, ანუ სკიპიდარს და უცებ აალდება. ამას გარდა, გასათვალისწინებელია, რომ ნარგაობებს უჩნდება დაავადებები, ამიტომ შერეული ნარგაობები უნდატ გაშენდეს: ეს პრევენციაა როგორც ხანძრისთვის, ისე მცენარეთა დაავადებებისთვის, იშვიათად, რომ ფოთლოვანს წიწვოვანის დაავადება შეეყაროს და პირიქით.

პირადად მე არ მესმის, რატომ არის მწვანე ნარგაობების მართვა ასე დაქუცმაცებული: ანუ ხანძარსაწინააღმდეგო თუ სხვა ღონისძიებები სამივე უწყებამ ცალ-ცალკე უნდა დასახოს, რომ შემდეგ ერთმანეთს გადააბრალონ?!

–გენგეგმაში ლაპარაკია, რომ უნდა შეიქმნას სარეკრეაციო ზონები, თუმცა არ არის მითითებული, რატომ, იმიტომ რომ იქ მაღალი სიმჭიდროვეა მოსახლეობის და ჟანგბადაია აუცილებელი, იმიტომ რომ ჰაერია განსაკუთრებით დაბიძურებული და აუცილებელია იმ ტერიტორიის დაცვა? გამწვანება სპონტანური პროცესია?

–ეჭვი მეპარება, თბილისში ბევრი ადგილი იყოს გასამწვანებელი. მეტიც, ჩემი აზრით, მშენებლობაზე გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს გამწვანებითი სამუშაოები. ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე პირობებში მშენებლობას სჭირდება ერთი გზა და ადგილი ამწისთვის. არადა, აშენებენ, მინიმუმ, ათი წლის განმავლობაში, ანაგვიანებენ გარემოს და ამის შემდეგ უნდა ელოდო, როდის გაიზრდება ნარგავები, თუ მათ დარგავენ. ამიტომ მწვანე ნარგაობები წინასწარ უნდა დაირგოს, მშენებლობების დაწყებამდე. 20-30 წლიანი პერსპექტივით უნდა იყოს გაწერილი ეს ყველაფერი გეგმაში, იმიტომ რომ ეს არ არის დიდი დრო ქალაქისთვის. წარმოუდგენელია, გაკეთდეს ურბანული გეგმა და ეს საკითხები არ იყოს გათვალისწინებული. ამასთან, განსასაზღვრია მოსახლეობის რაოდენობაც: თუ შობადობა მაღალი არ არის, იმდენი მწვანე ნარგავი არ დაგჭირდება, რამდენიც იმ შემთხვევაში, თუ შობადობის მაჩვენებელი მაღალია. აღრიცხვა იმისთვისაა აუცილებელი, რომ შემდეგ მონიტორინგი ჩაატარო: დახედავ რუკას და ნახავ, დგას თუ არა იქ ხე, სადაც უნდა იდგეს. თუ არ დგას ან ხმება, გამხმარი უნდა მოჭრა და ახალი დარგო. რაც მთავარია, აუცილებელია სწორი საკადრო პოლიტიკა: მეორე კურსიდანვე უნდა დაასაქმო სტუდენტები, რომ მოტივაცია ჰქონდეთ ახალგაზრდებს დაეუფლონ ამ პროფესიას.

ნანა მდივანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42