გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სატყეო სექტორში მომუშავე უცხოელ ექსპერტებს შეხვდა
პოლიტიკა - 09:49, 14 Sep, 2017     722
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ევროდელეგაციის წარმომადგენელს საქართველოში ალვარო ორეტგას და უნგრეთის, ლიტვისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების სატყეო სექტორში მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირის პროექტზე -„ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ იმსჯელეს.

საქართველოს სატყეო სექტორის უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, ლიტველმა და უნგრელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს ქვეყნების გამოცდილება ტყის ხანძრის პრევენციული და რეაგირების სისტემის განვითარების კუთხით.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრომ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაიწყო, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას ტყის მდგრადი მართვის სისტემის შესახებ, რაც დაეხმარება საქართველოს დახვეწოს სატყეო სექტორის კანონმდებლობა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი და სატყეო სექტორში მომუშავე დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (მსოფლიო ბანკი, GIZ) ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42