ყველას მინუს ხელისუფლება - ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტს წერს
პოლიტიკა - 21:15, 13 Sep, 2017     1091
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებსა და საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს.

გიორგი მარგველაშვილის მოწოდება ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, დაწერონ კონსტიტუციის პროექტის ახალი ვერსია ოპოზიციური სპექტრისთვის მისაღები აღმოჩნდა. ამ მიზნით ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვალ პრეზიდენტის სასახლეში იკრიბებიან.

რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, ისინი პრეზიდენტის ინიციატივაში პარლამენტის დისკრედიტაციის მცდელობას ხედავენ და მარგველაშვილს კვლავინდებურად აკრიტიკებენ.

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ქვეყნის მთავარი დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ჩიხური მდგომარეობისა ხელების ჩამოშვება არ შეიძლება.

"კონსტიტუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველაზე მეტად კონსენსუსით თანხმობა სჭირდება"- თქვა ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის პოლიტიკური სვლა მიუღებელია მერობის სახელისუფლებო კანდიდატისთვის. კახა კალაძემ თემის კომენტირებისას თქვა, რომ "პრეზიდენტს ცოტა დააგვიანდა".

“მგონია რომ ესეც პიარის ნაწილია, ცოტა დააგვიანა პრეზიდენტს. ორი მოსმენით კონსტიტუციის პროექტი მიღებულია და მალე მესამე მოსმენითაც მიღებული იქნება"- აღნიშნა კალაძემ.

ექსპერტების აზრით, მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება, რადგან მას პრეზიდენტობის პირველი ვადა 1 წელიწადში ეწურება. პოლიტოლოგების აზრით, ამგვარად, მარგველაშვილი თავის ირგვლივ პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ცდილობს.

„სავსებით შესაძლებელია, რომ კონსტიტუციის ალტერნატიულ პროექტზე მუშაობა ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლო ალიანსის ერთგვარი მოსინჯვა იყოს“- განაცხადა გია ნოდიამ.

თორნიკე შარაშენიძე კი აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციის მობილიზების შესაძლებლობა აქვს.

„მას აქვს იმის საშუალება, რომ შემოიკდიბოს პროდასავლური ოპოზიციური ძალები“- აცხადებს ექსპერტი.

შეხვედრაზე მიწვეული ოპოზიცია ერთხმად აღნიშნავს, რომ პარტიები საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე იმსჯელებენ. მოთხოვნა უცვლელი დარჩება საარჩევნო სისტემაზეც - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან.

„კონსტიტუცია, რომელსაც ქართული ოცნება თავს გვახვევს ანტიდემოკრატიულიანტისახელმწიფოებრივია და დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შეუძლებელს ხდის “- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა.

„ევროპული საქართველოს წევრები“ აღნიშნავენ, რომ პროცესი ჩიხშია შესული და დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება ოპოზიციის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს.

„ახალი მემარჯვენეების ლიდერი“ კონსტიტუციის ალტერნატიული მოდელის შექმნას გამართლებულად მიიჩნევს.

მისი თქმით შედეგი „ქართული ოცნების“ თავზე შავი ღრუბლების მობილიზება შეიძლება იყოს.

„თუ შედეგში იმას გულისხმობთ, რომ უნდა დაგროვდეს „ქართული ოცნების“ თავზე შავი ღრუბლები, იმიტომ რომ ის ყველას აზრს იგნორირებას ახდენს“- თქვა მამუკა კაციტაძემ.

„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" არცერთ სადავო საკითხს არ დათმობს და კონსტიტუციის პირველად ვერსია მიიღებს.

„პირდაპირ გეტყვით, დიდი იმედი იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება თავის ახირებაზე ხელს აიღებს არ მაქვს, თუმცა ჩვენი მიზანია არაფერი დავაკლოთ იმას, რომ რამენაირად ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი გადარჩეს“- ამბობს ქარდავა.

„ლეიბორისტები“ ჩიხიდან გამოსავალს პრეზიდენტის გადადგომაში ხედავენ.

„ასეთ დროს, ნაცვლად დიდაქტიკური შეგონებებისა, პრეზიდენტი ვალდებულია გადადგეს. ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციური პროცესი ჩაიშლება, რომელიც უმრავლესობას აქვს წამოწყებული. პრეზიდენტი გადაარჩენს პრეზიდენტის ინსტიტუტს და შეუნარჩუნებს მას ხალხს“- განაცხადა გიორგი გუგავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42