კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
პოლიტიკა - 20:55, 13 Sep, 2017     1107
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. დიდუბის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე იბრძოლებენ.

კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრისას ვიზუალური სტანდარტების დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ფასადებსა და აბრებზე ქართული ანბანის გამოყენებას მიექცევა. ამ კონტექსტში მან განახლებული აღმაშენებლის გამზირის მაგალითი დაასახელა.

„ვაპირებთ ძველი თბილისის, ისტორიული ქუჩების მასშტაბურ რეაბილიტაციას, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ვაპირებთ, რომ ძველ თბილისში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე. ეს ყველაფერი კარგად დავინახეთ აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მის ვიზუალურ მხარეს. მე ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე და არ დავიღლები საუბრით. ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რომ რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე გაივლი და ქართული ასოების გარდა, ქართული წარწერების გარდა შეიძლება ყველა ენაზე იხილო დაფები. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, ყველას აქვს უფლება ჩამობრძანდეს, ბიზნესი განახორციელოს, ხალხი დაასაქმოს, თუმცა ქართულ ანბანს, ქართულ ასოებს, ქართულ წარწერებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა დედაქალაქში ჯანსაღი ეკოლოგიის არსებობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეკოლოგია ვერ მოწესრიგდება მხოლოდ ერთი პროექტით.

„ეს საკითხი კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. პირველ რიგში ვუზრუნველყოფთ ბაღებისა და სკვერების მოწესრიგებას. განხორციელდება „მუშტაიდის ბაღი“-ს სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს 1400-მდე სკვერისა და პარკის მოვლას. ასევე რეაბილიტირდება თბილისის დენდროლოგიური პარკი და შეიქმნება ახალი მწვანე ზონები“,-განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სატრანსპორტო პოლიტიკას. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გაიზრდება დედაქალაქში არსებული სამარშუტო ხაზების რაოდენობა, ხოლო მუნიციპალურ ტრანსპორტს 700-მდე ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ავტობუსი დაემატება.

დიდუბის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მიწის გასხვისების საკითხს და აღნიშნა, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42