თავდაცვის მინისტრი უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 18:50, 13 Sep, 2017     540
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისში სენატორ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების პრობლემატიკაზე და ამ პროცესში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა იმ სამშვიდობო კონტრიბუციაზე უისაუბრა, რომელსაც საქართველო, ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად ახორციელებს. ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას მომავალშიც განაგრძობს.

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. სიტყვით გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს გლობალური უსაფრთხოების საკითხში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციის მნიშვნელობა.

უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა. ფორუმი მაკკეინის ინსტიტუტი - საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. დისკუსიის ძირითად თემებს რუსული პროპაგანდა, აგრესია და ამ გამოწვევებზე პასუხი წარმოადგენდა. შეხვედრაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42