"მიშას დაბრუნებამ უკრაინული პოლიტიკა გამოაცოცხლა" - Politico
პოლიტიკა - 20:48, 13 Sep, 2017     1211
მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ვრცელ სტატიას უძღვნის ცნობილი პოლიტიკური ინტერნეტგამოცემა politico, სტატიაში "მიშას დაბრუნებამ უკრაინული პოლიტიკა გამოაცოცხლა".

"სააკაშვილი იყო აშშ-ში, როდესაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მაშინ მან POLITICO-ს განუცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა ქვეყანაში, "ხმელეთით, ჰაერით ან ზღვით! ამ კვირას მან ეს გააკეთა!" - წერს სტატიის ავტორი დევიდ შტერნი.

დევიდ შტერნი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა, რომ თავისი ყოფილი მეგობარ და ახლა ოპონენტ, პრეზიდენტ პოროშენკოსთან სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლა გააგრძელოს. მოიტანს კი ეს ნგრევას უკრაინაში და რამდენედ დიდი იქნება ეს ნგრევა - სვამს კითხვას ავტორი.

მიხეილ სააკაშვილმა, დაბრუნებისთანავე გარშემო შემოიკრიბა ოპოზიციური ძალები და განაცხადა, რომ აპირებს "ერთიანი დემოკრატიული ოპოზიციის" შექმნა, რითიც გააღიზიანა მისი ოპონენტი პოროშენკო, რომელსაც მისი დაპატიმრება ან დეპორტაცია შეუძლია.
გაღიზიანებულმა პოროშენკომ სააკაშვილის დაბრუნებას დანაშაული უწოდა და მოუწოდა სამართალდამცავებს ეს ფაქტი გამოიძიონ. მის არსენალში ერთერთი იარაღი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაციაა, სადაც იგი იძებნება, ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით (რასაც თავად სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს)., - წერს ავტორი.
"მაგრამ ნებისმიერი ნაბიჯი, იქნება ეს სააკაშვილის დაჭერა ან დეპორტაცია, მოახდენს სასტიკი სამართლებრივი ბრძოლის პროვოცირებას, რომლის დროსაც სააკაშვილი იძულებული გახდება ეს გადაწყვეტილებები საერთაშორისო სასამართლოებში გაასჩივროს, მეტიც, ეს ბრძოლა პოლიტიკური ბრძოლა იქნება," - წერს ავტორი.

მას მიაჩნია, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ მისი და მისი ახლადშექმნილი პარტიის პოზიციები აშკარად გაამყარა უკრაინულ ოპოზიციაში, ხოლო დღეს ის რეზონანსული საქმეების ობიექტია.

ავტორს უკრაინელი პარლამენტარი-რეფორმატორის მუსტაფა ნაიემის სიტყვებიც მოჰყავს - "მისია შესრულებულია: სააკაშვილი უკრაინაშია".

ნაიემმა ისიც განაცხადა, რომ 10 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებში პოროშენკო და ხელისუფლებაა პასუხისმგებელი როგორც მოქალაქეობის ჩამორთმევის ასევე უკრაინაში სააკაშვილის არშეშვებისთვის ყველა არსებული თუ არასებული მეთოდების გამოყენების გამო.

ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს საპროტესტო მოძრაობის შექმნას, თუმცა, თავიდან ეს იდეა სხვა ოპოზიციონერებში დიდი წარმატებით არ სარგებლობდა, ამჯერად პირიქითაა, - წერს ავტორი, სააკაშვილმა ლვოვში პირობა დადო: "ჩემი ბრძოლა ახლა იწყება".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42