„ბოლო წლების განმავლობაში შორენას მართლაც მნიშვნელოვანი საკითხები ებარა თბილისის საკრებულოში. ხშირ შემთხვევაში ეს იყო ოპონირების რეჟიმი, რადგან თბილისის მერიის მხრიდან არ არსებობდა პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შეგვიცვლიდა ვითარებას.
სწორედ ამიტომ, მთავარია შევცვალოთ თბილისის მართვა. პირველი რასაც გავაკეთებთ, იქნება ის, რომ დიდ დიღომს ექნება საუბნო ადმინისტრაცია, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება კომუნიკაცია მერიასთან. მას არ მოუწევს ყველა საბუთზე თბილისის მერიაში სიარული. დიდი დიღმის ყველა მაცხოვრებელს საუბნო ადმინისტრაციაში ეყოლება პირადი საჯარო მოხელე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მოემსახუროს და დაეხმაროს მოქალაქეს დროულად გადაჭრას ის საკითხი, რისთვისაც მიმართა მერიას“ - განაცხადა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დიდ დიღომში შორენა ბუხრაშვილმა, შეკრებილ მოსახლეობას რაიონში არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების კონკრეტულ გეგმაზე ესაუბრა.
„ზუსტად ვიცი რა აწუხებს დიდ დიღომს და რა აწუხებს თბილისს. ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ ის რაც ცუდია. ეს ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ოჯახისთვის უნდა გავაკეთოთ. ყველამ ერთად უნდა შევქმათ რაც აკლია ჩვენს რაიონს და ჩვენს დედაქალაქს.
უკვე 25 წელია ვაშენებთ, მაგრამ სწორად ვაშენებთ თუ არა ეს კითხვა მუდმივად რჩება. ქვეყანა ჩვენი ოჯახია და რასაც საკუთარ ოჯახში ვაკეთებთ ის უნდა ვაკეთოთ ქვეყანაშიც. დღეს დადგა დრო სწორად შენებისა და მჯერა, რომ საარჩევნო ყუთებთან შემოხაზავთ 20-ს, რათა 2020 წლისთვის ბევრი რამ გვქონდეს სწორად აშენებული“ - განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






