„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერება“ -პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
პოლიტიკა - 18:15, 13 Sep, 2017     886
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები დასკვნით კონფერენციაზე შეაჯამეს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ატაშემ კრისტინა კასელამ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და EVOLUXER-ის კონსორციუმის პროექტის ხელმძღვანელმა, სერხიო ვიდალიმ.

კრისტინა კასელამ ხაზი გაუსვა პროექტის შედეგების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არსებული მიღწევების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში დანერგილი საქმიანობები სააგენტოს მიერ მომავალშიც გაგრძელდეს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ პროექტის შედეგები პოზიტიურად შეაფასა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა სხვადასხვა კოოპერატივის 3000-მდე წევრი. სასწავლო კურსისთვის სპეციალურად შემუშავდა მოდულები, რომლებიც მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საფუძვლებს და მისი ორგანიზაციული განვითარების ციკლს, საორგანიზაციო აუდიტის მეთოდოლოგიას, სამართლებრივ რეგულირებას და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესებს. ტრენინგები ჩატარდა აგრეთვე ბიზნეს დაგეგმარებისა და სოფლის მეურნეობის დარგობრივი მიმართულებებითაც.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერების პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან ხორცილდება. მისი მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42