ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დასრულდა
პოლიტიკა - 17:55, 13 Sep, 2017     419
დღეს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ ,,TWINNING" პროექტის - ,,საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის დახურვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების, საავიაციო ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. პროექტი 2015 წლის ივნისში დაიწყო და მისი ბიუჯეტი 1,23 მილიონ ევროს შეადგენდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს არის მნიშნელოვანი პროექტი, რადგან ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესს.

,,ეს არის თანამშრომლობის მეორე პროექტი, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან განახორციელეს იმის ფონზე, რომ ავიაკომპანიების ძალიან მზარდი ნაკადი გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის პირველ 7 თვეში 68%-იანი ზრდა გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული სტანდარტები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის დროს მათი რეგულაციების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პრინციპებს. ჩვენ ვხდებით ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის წევრები და ამისთვის ეს აუცილებელი წინაპირობაა“ - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

,,პროექტი 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორვატიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მასში ჩართულნი იყვნენ ავსტრიელი კოლეგები. პროექტი ეხებოდა ევროკავშირის საავიაციო მოთხოვნებთან ჩვენი მოთხოვნების დაახლოებას, ეროვნული ნორმატიული აქტების მომზადებას. ძალიან ნაყოფიერი შრომის შედეგად გადმოტანილი იყო რეგულაცია ჩვენს სამართლებრივ სივრცეში. რაც მთავარია, გაანალიზდა ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს, გაიწერა სამოქმედო გეგმა, ასევე გაანალიზდა პროცესები და დაიგეგმა შემდგომი საქმიანობისთვის აუცილებელი ნაბიჯები,“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან კარანაძემ.

ავსტროკონტროლის პროექტის ლიდერის, ვილჰელმ იაგრიჩის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის ეს ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია.

,,ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის, საქართველოსთვის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. გვინდა ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში ჩავდოთ. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ავიაციის, ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მათი უსაფრთხოების კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ავიაციის სექტორისთვის, არამედ განვითარების ზრდის კუთხით. ეს შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ინტერესებში,“ - განაცხადა ვილჰელმ იაგრიჩმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42