„არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
პოლიტიკა - 16:29, 13 Sep, 2017     1187

„არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და ბოლნისის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

კომპანია „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით, ზაფხულის განმავლობაში დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სრულად გამოიცვალა სანიაღვრე მილები, რომელიც ასველებდა ბაღის გარემონტებულ შენობას. ბაღის ადმინისტრაციას საჩუქრად გადაეცა 60 ერთეული ახალი საბავშვო საწოლი თეთრეულის კომპლექტით (მატრასი, ლეიბი, ბალიში, საბანი, ზეწარი, ბალიშის პირი) და პერსონალური კომპიუტერი.

სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღს, კომპანიამ საჩუქრად გადასცა კომპიუტერი, 12 ერთეული სპეციალური დიზაინის კარადა, 2 ცალი ფეხზე დასაყენებელი დაფა.

აღნიშნული ღონისძიება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის სასწავლო დაწესებულებებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების და საჭირო ინვენტარის შესაძენად ჯამში 70 ათასი დაიხარჯა.

ჯონი შუბითიძე, „არემჯის“ გენერალური დირექტორი: „ პირველ რიგში, ყველა აღმზრდელს და პატარას ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ამ პატარებს სულ გაღიმებულს და გახარებულს ვხედავდე. „არემჯი“ წლებია აქტიურად თანამშრომლობს კაზრეთის და ბალიჭის საბავშვო ბაღებთან. ყოველთვის ვცდილობთ, ბავშვებს დასამახსოვრებელი და ფერადი დღესასწაულები მოვუწყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ კაზრეთის ბაღში არის ძალიან დიდი ნაკადი, სწავლობს 300-ზე მეტი პატარა, მათ ყოველთვის აქვთ საწოლების პრობლემა. სწორედ ამიტომ, წელს ბაღს დამატებით 60 საწოლი შევუძინეთ, ასევე ჩვენი დახმარებით შეკეთდა ბაღის სანიაღვრე სისტემა. ბალიჭის ბაღს საჩუქრად გადავეცით სპეციალური კარადები, რომლითაც ბაღში თემატური კუთხეები მოეწყო. იმედი მაქვს, რომ ახალი გაუმჯობესებული გარემო, ხელს შეუწყობს ბავშვების განვითარებას.“

„მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „არემჯის” ხელმძღვანელობას, იმისათვის რომ უკვე წლიებია დიდ დახმარებას უწევს დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღებს. მათ არაერთხელ გადასცეს ბაღებს საჩუქრად საჭირო ინვენტარი, სათამაშოები, სხვადასხვა სახის ტექნიკა“, – განაცხადა ბოლნისის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42