„გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება და ეს შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართველების ხარჯზე მოხდება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა. სიტუაციის გამოსასწორებლად, შობადობის გაზრდასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია იმ მრავალი ჩვენი თანამემამულის სამშობლოსთან დაკავშირება და მათი დაბრუნება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს როგორც კაცობრიობის ერთ–ერთ ნაწილს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები უმცირესობად არ ვიქცეთ. ბოლო 25 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზთა გამო 2 მილიონამდე ჩვენმა თანამემამულემ სამშობლო დატოვა. მათმა უმრავლესობამ სხვა ქვეყნების მოქალაქეობა მიიღეს. გარდა ამისა, საინგილოში, ფერეიდანსა და თურქეთის ტერიტორიაზე მრავლად ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები. ყველა ქართველს აქვს უფლება გახდეს საქართველოს მოქალაქე. მათი სამშობლოში დაბრუნება, დღევანდელი დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
მასალის გამოყენების პირობები






