150 კაციანი სიიდან ნახევარი ქალი რომ იყოს, ბავშვებს ვინ გაზრდის - ემზარ კვიციანი
პოლიტიკა - 15:56, 13 Sep, 2017     4299

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტმა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

ინიციატივის მიხედვით, ადგილობრივი და თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს უნდა დაევალოთ, სქესთა ბალანსი ისე დაიცვან, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად სიას უბრუნებს, ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.

როგორც აღმოჩნდა საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი წინააღმდეგია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ქალთა კვოტირება სავალდებულო გახდეს.

„ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. გინდათ, პოლიტიკაში წასვლა, წახვალთ და წინ არავინ არ გეღობებათ. დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს დაძალება არ უნდა იყოს. ჩვენს პარტიას სურს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იყოს, არჩევნებზე მისვლა სავალდებულო გახდეს და თურმე, ეს იმის გამო არ შეიძლება, რომ ეს დაძალებაა. შესაძლებელია, რომ ზარმაცი ადამიანი იძულებით გამოიყვანო, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება და ის შეიძლება, რომ პარტიაში ქალი იძულებით მოგაყვანინონ? - საქართველოში 240 პარტიაა და პარტიის სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის? არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ოჯახს უფრო უვლიან, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა ურჩევნიათ. მათთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და იძულება რატომ ხდება, ეს ჩემთვის გაუგებარია“, -განაცხადა დეპუტატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42