უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვიქტორ ნაბოჟენკომ კომენტარი გააკეთა უკრაინაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელის კურტ ვოლკერის განცხადებაზე, სადაც მან პოროშენკოს ურჩია შეწყდეს სააკაშვილის ირგვლივ ვითარების ესკალაცია და საქმე სამართლებივ სიბრტყეში და სასამართლო დარბაზებში გადავიდეს.
"ჩვენ ყველანი საბჭოთა სისტემის მემკვიდრენი ვართ, სადაც იდეოლოგია, ხელისუფლება და სამართალი ერთი იყო. მთელს მსოფლიოშ და მათ შორის აშშ-ში ხელისუფლების შტოებს შორის მკვეთრი გამიჯვნაა. რას ნიშნავს ვოლკერის განცხადება? ამერიკაში თვლიან, რომ ყველა პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი კონფლიტები სასამართლოს მეშვეობით უნდა გადაწყდეს. იგი მოითხოვს პოროშენკოსგან, სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირება უზრუნველყოს," - აცხადებს ნაბოჟენკო.
იგი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ეშინია მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის სასამართლოში განხილვის. პოლიტოლოგი თვლის, რომ რა თქმა უნდა კიევის სასამართლოს შეუძლია 15 წუთში განაცხადოს, რომ პრეზიდენტი მართალი იყო, ყველამ იცის, რომ სასამართლო კორუმპირებულია და "ზემოდან" წამოსულ ბრძანებებს ასრულებს, მაგრამ ყველა, მათ შორის ვოლკერიც იძულებული იქნება გადაწყვეტილება აღიაროს.
"მაგრამ საქმე ამით არ დასრულდება, მე არ ვსაუბრობს უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რისიც კიევს ასე ეშინია. ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებიოს მიმართ მძლავრი ანტიპროპაგანდით გაგრძელდება. ხოლო სააკაშვილი სტრასბურგის ევროპულ სასამართლომდე მივა, სადაც მის საქმეს 4 წლის შემდეგ კი არა, გამონაკლისის სახით და სასწრაფოდ განიხილავენ. სწორედ ეს განხილვა იქნება უმძიმესი უკრაინისათვის - ელიტური კორუფციის გამო ჩვენი საერთაშორისო იმიჯი ისედაც შელახულია და ევროპული სასამართლო უკვე მკაცრად მოითხოვს უკრაინისგან, რომ სასამართლოში წესრიგი დამყარდეს," - თვლის ნებოჟენკო.
მასალის გამოყენების პირობები






