პოროშენკოს ჩიხი და სააკაშვილის შანსი - ,,პრაქტიკულად მის გარშემო ხდება ოპოზიციური ალიანსის კრისტალიზაცია“
პოლიტიკა - 15:19, 13 Sep, 2017     5686
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ საინფორმაციო საშუალებების მთავარი გმირია.

საერთაშორისო მედიის გარდა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა საქართველოს ხელისუფლების, ყოფილი პრემიერისა და უკრაინის პრეზიდენტის გაცხოველებული ყურადღება დაიმსახურა.

ანალიტიკოსთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადაციით დაინტერესებული არ არის და ამის დასტურად კი რუსი პრანკერებისა და საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სავარაუდო დიალოგი მოჰყავს.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორის მიერ მხარდამჭერებთან ერთად უკრაინა–პოლონეთის საზღვრის ხმაურიანი გადაკვეთის შემდეგ სააკაშვილის კიდევ ხმაურიანი პოლიტიკური გზავნილი აქვს, მას უკრაინაში ახალი წესრიგის დამყარება სურს.

არც საქართველოს ხელისუფლებაა სახარბიელო დღეში, რადგან ბოლო დღეებმა ცალსახად აჩვენა, რომ ექს-პრეზიდენტი საქართველოშიც, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ამინდს ადგენს.

სააკაშვილი პოლიტიკური საფრთხეა, როგორც “ქართული ოცნებისთვის“ ასევე უკრაინის პრეზიდენტისთვის.

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ სააკაშვილს პოროშენკოსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთობლივმა შეცდომებმა ახალი პოლიტიკური სტარტის საშუალება მისცეს.

ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ „გაბრიყვება“ პოროშენკოს ნაწილობრივ გამოუვიდა.

"მიხეილ სააკაშვილს პოროშენკოს ფატალურმა შეცდომებმა გაუხსნა გზა რომ სრული პოლიტიკური რეაბილიტაცია მოახდინოს. ის (საქართველოს მესამე პრეზიდენტი) უკრაინის პრეზიდენტის შეცდომებიდან მაქსიმალური დივიდენდების მიღებას ცდილობს, მას ყველაფერი კარგად ჰქონდა გათვლილი.

პოროშენკომ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, სადაც არ არსებობდა სცენარი, რომელშიც ის მოგებული დარჩებოდა.

პოროშენკო დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია არამხოლოდ სააკაშვილის გამო, არამედ ამ ფორმირებადი კრიზისის დროს, ოპოზიცია შეეცდება მაქსიმალური მიიღოს. საბოლოოდ, ეს არის პოროშენკოს სიბრიყვე, რომელშიც სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ძალიან ცუდად გაეკვეხა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ისტორია საქართველოს ნაკლებად შეეხება, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებაც რომ ბრიყვულად იქცეოდა ბოლო კვირების მანძილზე ამაში ორი აზრი არ არსებობს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის ირგვლივ რეიტინგული ოპოზიციური ფიგურების გაერთიანების მნიშვნელობას უსვამს ხაზს კიდევ ერთი პოლიტოლოგი გია ნოდია.

„მოქალაქეობის ჩამორთმევით სააკაშვილმა მიიღო შანსი და გამოიყენა, როგორც შანსი. მოკლევადიან პერსპექტივაში ის გაძლიერდა, გაძლიერდა იმით, რომ აჩვენა პოროშენკოს სისუსტე და არაეფექტურობა, გაძლიერდა იმით, რომ ფაქტობრივად გვერდით დაიყენა ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურები, ტიმოშენკოც და სადოვიც. პრაქტიკულად მის გარშემო ხდება ოპოზიციური ალიანსის კრისტალიზაცია. ეს არის სააკაშვილისთვის მიღწევა და პოროშენკო 10 სექტემბერს იყო ცალსახად დამარცხებული,“-განაცხადა გია ნოდიამ.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი თქმით, "თუ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ფეხის მოკიდება და დასახულ ამოცანას წარმატებით შესრულება შეძლო, ის უფრო მაღალი რანგის პოლიტიკოსი გახდება".

"ეს თავის გამოძახილს საქართველოში აუცილებლად ჰპოვებს და უშუალოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მათი მხარდამჭერებისთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება. თუ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის ძალა იგრძნო, ხელისუფლებაშიც დაიწყება სერიოზული ცენტრისტული განხეთქილება. ქართული პოლიტიკური ელიტისგან ჩვენ არაერთხელ გვინახავს ამაყად თავაწეულები გარბიან ერთი პოლიტიკური ცენტრიდან მეორე პოლიტიკურ ცენტრში. თუ სააკაშვილი უკრაინულ პოლიტიკაში მომძლავრდა, ეს პროცესები საქართველოში არ უნდა გამოვრიცხოთ"- თქვა ლაგაზიძემ.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა ლევან ალაფიშვილიც. ექსპერტი თვლის, რომ შეგინის გამშვებ პუნქტზე განვითარებული მოვლენების საფუძველზე დაწყებულმა სამართლებრივმა პროცედურებმა ეს ექსტრადირების ალბათობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.

„პოროშენკომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო ის მძიმე შედეგი, რომელიც დღეს დადგა და რომელიც ნელ-ნელა შეიძლება გახდეს ე.წ. დინამიური და უფრო მეტად განვითარებადი. რა შედეგი შეიძლება მიიღოს საქართველომ ან როგორ შეიძლება ჩაერიოს, ნებისმიერი, მათ შორის პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილისთვის, თუკი უკრაინულმა სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ეს ქართული მხარის ექსტრადირების პროცესისთვის წერტილის დასმას ნიშნავს,“-აცხადებს ლევან ალაფიშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42