აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პირველი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მლნ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ - 323 675 ლარი, ხოლო ”ნაციონალურ მოძრაობას” - 5 432 ლარი შესწირეს. აღნიშნულის შესახებ კომენტარს აკეთებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ გარკვეულ პარტიებს თანხები არალეგალურად აქვთ გადამალული.
“თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილე 300 თუ 700 პარტია 400 ათას ლარად დადის და ეწევა აგიტაციას, ეს არის ტყუილი. ზოგადად ჯობია, რომ ყველა პარტიას დეკლარირებული ჰქონდეს თავისი შემოსავალი. „ქართულ ოცნებას“ ყველა შემოსავალი აქვს დეკლარირებული. შესაბამისად, კითხვები უნდა იყოს იმ პარტიებთან, რომლებიც დადიან რეგიონებში, დღედაღამე ატარებენ აგიტაციებს და თურმე შემოწირულობა არ აქვთ. ცხადია, ამ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ მათ გარკვეული თანხები აქვთ არალეგალურად გადამალული, რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, რომელთა შემოსავლებზე გაჩნდა ეჭვები, ცხადია, მათ პასუხი უნდა გასცენ აუდიტის სამსახურს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






