NASA-ს პროექტის ფარგლებში საქართველო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს
პოლიტიკა - 14:04, 13 Sep, 2017     814

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც NASA-ს (The National Aeronautics and Space Administration) ტყის და მიწის დაფარულობის და გლობალური დაკვირვების სისტემის (GOFC/GOLD - Global Observations of Forest and Land Cover Dynamics) პროექტის ფარგლებში ტარდება. კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მონაცემთა გაცვლას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

პროგრამა ეფუძნება ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებულ ინფორმაციებს, რომლებიც დეგრადირებული ნიადაგების, პრობლემური ადგილების ფართომასშტაბიანი ცვლილებების შესწავლის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და, ზოგიერთი კულტურის (მაგ., ხორბალი, ქერი) შემთხვევაში, მოსავლის პროგნოზირების მონიტორინგის, მრავალწლოვანი კულტურებით დაკავებული ფართობის განსაზღვრა-დაკვირვების, სატყეო ხანძრების მონიტორინგის, მიწის დაფარულობის კვლევა-ანალიზის პროცესში ფართოდ გამოიყენება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს მრავალ რეგიონში შექმნილია საინფორმაციო ქსელები, რომლებიც ხელს უწყობს დარგში ჩართულ სპეციალისტებს რეგულარული სემინარების და კონფერენციების მოწყობასა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორცილებას. ამასთან, აღნიშნული ქსელების წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან გამოცდილების გაზიარებისა და მიმდინარე კვლევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

„აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში დაფუძნდება კავკასიის საინფორმაციო ქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს ეძლევათ საშუალება ითანამშრომლონ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და მკვლევარებთან. ამ პროექტში ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, NASA-ს ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, ნიადაგების მდგომარეობის, ტყის მასივების შესწავლა და გავაკეთოთ მონიტორინგი სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და სავარგულებზე“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

კონფერენცია დღეს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიხსნა და 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონფერენცია ორ ნაწილად ტარდება და კავკასიის ანალოგიური ქსელის დამფუძნებელ კონფერენციას (11-12 სექტემბერი) და მოქმედი საინფორმაციო ქსელების მსოფლიო სამიტს (13-16 სექტემბერი) აერთიანებს, რომელიც უნიკალური საშუალებაა ქართველი მკვლევრებისთვის სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად.

საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნების გაცნობის, მიწათსარგებლობისა და მიწის დაფარულობის მიმდინარე ცვლილების და ასევე პროექტების გაცნობის მიზნით, კონფერენციის ბოლოს დელეგატები ჯიღაურას მევენახეობა-მებაღეობის სამეცნიერო-კვლევით ბაზას მოინახულებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42