პროფკავშირების თავმჯდომარე კანდიდატურას ოპონენტების კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში მოხსნის
პოლიტიკა - 12:36, 13 Sep, 2017     651
პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის, თუ დავით ოქიტაშვილთან ერთად კანდიდატურას ამირან ზენაიშვილიც მოხსნის.

ამის შესახებ განცხადება პეტრიაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის დავით ოქიტაშვილის შეთავაზების საპასუხოდ გააკეთა.

ოქიტაშვილის განცხადებით, ის მზად არის თავისი კანდიდატურა მოხსნას თუ კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილებას ირაკლი პეტრიაშვილიც მიიღებს.

პეტრიაშვილი თქმით, ხელისუფლებას „ზენაიშვილის სახით არსებულ მეორე პაიკს დედოფლად არ გააყვანინებს“ რადგან მისი აზრით ზენაიშვილი უარესი კადრია ვიდრე დავით ოქიტაშვილი.

„ოქიტაშვილმა, რომელიც თვითონ დამოუკიდებელად სიტყვას სიტყვაზე ვერ აბავს ბრალდებების კორიანტელით მტვერი დააყენა და ახლა ცდილობს ჩემი კანდიდატურის მოხსნაზე დაყოლიებით, მღვრიე წყალში თევზი ამირან ზენაიშვილს დააჭრინოს. ზენაიშვილი მოადგილეობის სანაცვლოდ ჯერ მე მეფიცებოდა ერთგულებას და მერე დავით ოქიტაშვილს. ოღონდ მას მერიაში დასაქმებას სთხოვდა. რომ ვერ მიიღო რაც სურდა, სხვა თამაში წამოიწყო. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვხსნი კანდიდტურას, თუ ჩემთან ერთად იგივეს გააკეთებს ორივე კანდიდატი და ასპარეზი დამოუკიდებელ კანდიდატს დაეთმობა. ოღონდ ნამდვილად დამოუკიდებელ კანდიდატს და არა ხელისუფლების მიერ შემოგდებულს. ყველას ვიცნობ, ამიტომ ადვილად მივხდები ვინ იქნება დმაოუკიდებელი კანდიდატი და ვინ ოქიტაშვილის ჩამანაცვლებელი“,- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

პრესკონფერენციაზე პეტრიაშვილმა, პროფკავშირების ქონების პირადი ინტერესების სასარგებლოდ გასხვისების შესახებ დავით ოქიტაშვილის ბრალდებებს დოკუმენტების წარდგენით უპასუხა და განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი აბსურდულ ბრალდებას დოკუმენტებით და მტკიცებულებებით უპასუხოს.

მისი თქმით, პროფკავშირების წესდების თანახმად, პროფკავშირების კუთვნილი ქონების გასხვისება, შესაბამისი კომისიის და გამგეობის გადაწყვეტილებით ხდება და თავმჯდომარე ერთპიროვნულად მსგავს გადაწყვეტილებას ფიზიკურად ვერ შეძლებს.

„ბოლო წლების მანძილზე ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო გამგეობამ მხარი დაუჭირა დავით ოქიტაშვილმაც და ერთხელ არ გაუპროტესტებია არც ერთი საკითხი. ყველა მისი ბრალდება არის აბსურდული და ჩემი დაშანტაჟების მიზნით შეთხზული, იმისთვის რომ მთხრან კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ პროკურატურაში საქმეს არ შევიტანთო. წლების მანძიზლე არაერთი მსგავსი მუქარის წინაშე დავმდგარვარ და მინდა ვუთხრა რომ ასეთი ბინძური ცილისწამებებით ჩემს დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს“-განაცხადა პრესკონფერენციაზე ირაკლი პეტრიაშვილმა.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები 15 სექტემბერს პროფკავშირების გაერთიანებულ ყრილობაზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ორ კანდიდატს, რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი კანდიდატი ამირან ზეინაშვილი დაემატა, რომელიც ენერგეტიკის სფეროს პროფკავშირებს ხელმძღვანელობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42