სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 12:34, 13 Sep, 2017     849
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, Hilfswerk Austria International-ს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და ა(ა)იპ მეწარმე ქალთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ხელი მოეწერა პროექტს „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ.“

პროექტი შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში, პროფესიული სწავლების, ფსიქო-სოციალური სერვისის მიწოდების, დასაქმების პროცესში მხარადჭერისა და მცირე გრანტების გაცემის გზით, სრულწლოვანი პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციას ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან მის განხორციელებაში.

„მემორანდუმის თანახმად, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია არა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც გათავისუფლდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც. მსგავსი პროექტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის წინგადადგმული ნაბიჯია და ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

HAI-ის კავკასიის რეგიონში პროექტის მენეჯერის ნიკოლ მარია ბაუერის განცხადებით, მსგავსი პროექტები მიმართულია მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სწრაფი რეინტეგრაციისაკენ.

„მემორანდუმით ვაღრმავებთ თანამშრომლობას სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის. სამინისტრო პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს საკმაოდ კარგ სერვისებს სთავაზობს, ჩვენი მხრივ, არასამთავრობოების ჩართულობის მიზანს უკვე არსებული პროექტების სრულყოფა წარმოადგენს,“ - აღნიშნა ნიკოლ მარია ბაუერმა.

პროექტი Hilfswerk Austria International-ს, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ა(ა)იპ მეწარმე ქალთა ფონდის, საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიას“ და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ევროკავშირისა და HAI-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია და 2020 წლის იანვარში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42