სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას დაგეგმილი აქვს რეფერალური სტატუსის მიღება
პოლიტიკა - 11:44, 13 Sep, 2017     769
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლები ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის საცნობარო ლაბორატორიებს ეწვივნენ და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვიზიტის მიზანი იყო იმ პრაქტიკული ინფორმაციის მოგროვება, რომელიც მომავალში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას საშუალებას მისცემს დამატებითი - რეფერალური ფუნქცია შეითავსოს. რეფერალურია ლაბორატორია, რომელსაც ენიჭება კვლევის შედეგების დამადასტურებლის ფუნქცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება გარკვეულ მაჩვენებლებზე სადაო შედეგების გადამოწმება. საქართველოში მსგავსი ინსტანციის ჩამოყალიბების შედეგად, ფერმერებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის თანახმად, რომელიც 2015-2020 წლებზეა გაწერილი, ეროვნულ რეფერალურ ცენტრად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უნდა ჩამოყალიბდეს: ეს იქნება ლაბორატორიული კვლევების სფეროში ქვეყნის ყველაზე მაღალი ინსტანცია და კვლევების შედეგების თაობაზე დავების შემთხვევაში მისი დასკვნა საბოლოო იქნება. რეფერალურ ცენტრად ჩამოყალიბება კი სხვადასხვა პროცედურების გავლას მოითხოვს.

„რეფერალური სტატუსის მისაღებად, ჩვენი ლაბორატორიის ხარისხის მართვის სპეციალისტებს მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება კი, აღნიშნული პროცესის განხორციელებას უფრო მეტად დააჩქარებს.“ - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი, ბ-ნ ირაკლი გულედანი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია INIA - სა (The Spanish National Institute for Agriculture and Food Research and Technology) და Pirbright-ის (Institute in England) ინსტიტუტებთან წლების მანძილზე თანამშრომლობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები პროფესიული კომპეტენციის ტესტირებას სწორედ ამ ინსტისტიტუტებში გადიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42