"თვითმკვლელობამდე ზარი განახორციელა" - ახალი დეტალები „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე
შემთხვევა - 10:11, 13 Sep, 2017     12478
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელმაც ყაჩაღობის მცდელობისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან პროზექტურაში გვიან საღამოს გადაასვენეს.

"ნიუპოსტმა" წერეთლის გამზირზე მომხდარი ფაქტის ირგვლივ ახალი დეტალების გარკვევა შეძლო.

ყაჩაღობის მცდელობის თვითმხილველები აცხადებენ, რომ ბანკში შეღწევა თავდამსხმელმა იარაღის მუქარით შეძლო. მან ბანკის პირველი კარი დაცვის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღით მუქარით გაახსნევინა.

დაცვის თანამშრომელმა, თანამშრომლების გაფრთხილება შეძლო რის შემდეგაც მათ სერვის ცენტრში შესასვლელი მეორე კარის დაკეტვა მოასწრეს.

"რომ შემოვარდა, ჩვენ მეორე ოთახში შევედით. სახეზე ნიღაბი ეკეთა. თვითმკვლელობის შესახებ შემდეგ გავიგე"- აცხადებს ბანკის თანამშრომელი. შემთხვევისას ბანკში თანამშრომლების გარდა კლიენტებიც იმყოფებოდნენ.

"საქართველოს ბანკის" თანამშრომლები იხსენებენ, რომ თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა სალაროდან გარკვეული რაოდენობის თანხის აღება მოასწრო, თუმცა ბანკის დატოვება პოლიციის სპეეცოპერაციის გამო ვერ მოახერხა.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ პირმა რომელმაც გუშინ "საქართველოს ბანკში" სიცოცხლე თვიოთმკვლელობით დაასრულა, რამდენიმე საათით ადრე წერეთლის გამზირზე მდებარე TBC ბანკის ფილიალშიც შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ბანკში შეჭრილი პირი წერეთლის გამზირზე ცხოვრობდა.

"საქართველოს ბანკის" დააჩარების მცდელობას შეესწრო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი ხელმძღვანელი გია ჭანტურია.

მისი ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია რამდენიმე წუთში გამოცხადდა და მძარცველთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

"როგორც ამას თვითმხილველები ყვებიან თვითმკვლელობის წინ სატელეფონო ზარიც ჰქონდა. ის რაც მოხდა შემაშფოთებელია, ერთ დღეში ერთი ქუჩისთვის ორი ბანკის ძარცვის მცდელობა ნამეტანია"- აცხადებს ჭანტურია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42