ლადო სადღობელაშვილი პოლიციას ძალადობასა და ფიზიკური დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 10:29, 13 Sep, 2017     767
“ქართული მარშის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშივილი, რომელიც გუშინ გამართული აქციისას დააკავეს პოლილციას ძალადობასა და ფიზიკური დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებს. სადღობელაშვილი ღამით თბილისის მთავარ სამმართველოში ადვოკატმა მოინახულა.

ადვოკატ ცირა ჯავახიშვილის თქმით დაკავება კანონდარღვევით მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცველები ლადო სადღობელაშვილს მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„აქვს სისხლნაჟღენთები ნეკნებში უკანა მხრიდან. ასე რომ თქვას სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ ლადო სადღობელაშვილმა თვითონ მიიყენა ეს დაზიანებები, ნამდვილად არ გამოვა. თვითონ ამბობს, რომ სცემეს დაკავებისას და მერე კიდევ მანქანაში გააგრძელეს, მანამ სანამ არ აიყვანეს განყოფილებაში,“-განაცხადა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა.

პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს „ქართული მარშის“ დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძეც.

„ჩვენ აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს ყველა იმ ე.წ. სამართალდამცავს, რომელმაც ჩაიდინა ასეთი ტიპის გაუგონარი დანაშაული. დაკავებულ ადამიანებს აღარ ცემენ ჩრდილოეთ კორეაში,“-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, სადღობელაშვილი ადმინისტრაციული სამრთალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმანი ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.სასამართლოს წინაშე ლადო სადღობელაშვილი დღეს წარდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42