საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო. ქართველი პოლიტიკოსები შეხვედრებს ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავენ
.საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ ტვინინგმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და მზაობა გამოხატა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს საერთაშორისო ინსტიტუტის საქართელოსთან ურთიერთობები და მხარდაჭერა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი თემა საქართველოში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო.
„მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად დღის წესრიგში იდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველო ამერიკისთვის აღიქმება მნიშვნელოვან პარტნიორად, რომელიც კარგად თანამშრომლობას შტატებთან და ამ ყველაფრის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი. ნატო-ს წევრობის თვალსაზრისით და ნატო-სთან დაახლოების გზაზე ამერიკის პოზიცია ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პოზიციაა და გადამწყვეტია. ამ კუთხით ჩვენ გვიწევს ყოველთვის ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან საუბარი და ბევრი მათგანი არის საკმაოდ კეთილგანწყობილი,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი შედიან.
საპარლამენტო დელეგაციის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტთან შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდა.
ამერიკელ კანონმდებლებთან და არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრებზე რეგიონული უსაფრთხოება, ოკუპაციის თემა, ორმხრივი ურთიერთობები, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხები განიხილება. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






