“ყველაზე მეტად, რაც ბოლო თვეების განმავლობაში არ მომწონს არის უკრაინის ხელისუფლების მუდმივი უპატივცემულობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. უამრავი ტყუილი, რომელსაც მათ ეუბნებიან. დაწყებული ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზით, ჩემი ხელმოწერის გაყალბებით და დასრულებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის დანაღმვის შესახებ ცრუ ინფორმაციით. ტყუილი მათთვის კომუნიკაციის საშუალება გახდა. ხვალ რეგიონებში გასვლას ვიწყებ. ჩემს კოლეგებთან და მომხრეებთან მუდმივი კავშირი მაქვს და ახლა ხალხთან შეხვედრებს დავიწყებ. შევაგროვებ ყველა პრეტენზიას რომელიც მათ აქვთ და ამ პრეტენზიებით კიევში ჩავალთ. ხვალ მივემგზავრები ჩერნოვციში, შემდეგ შესაძლოა ხარკოვში, ოდესაში და სხვა ქალაქებში გავემგზავრებით. მე მადლობელი ვარ, რომ ჩემს მიმართ უსამართლო ვითარებაში, იულია ტიმოშენკო და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჩემს გვერდით იდგნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კოალიციას შევქმნით, მაგრამ როდესაც საუბარი თამაში წესების შექმნას ეხება, ჩვენ ერთად ვიქნებით. ჩვენ ყველა ჯანსაღ ძალებს გავაერთიანებთ,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






